რიო 2016: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
 
AUTO PLAY
19 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია. 25 წლის გორელმა მოჭიდავემ ფინალში იაპონელ ჰიგუჩი რეის მოუგო და საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

- ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დაჯილდოება და საქართველოს ჰიმნი რიოში [VIDEO]
- ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: სწორედ ამან განაპირობა ჩემპიონობა!

შეხვედრის დასაწყისში უფრო აქტიური იაპონელი სპორტსმენი იყო, რომელმაც ანგარიში 2:0 წაიყვანა, თუმცა ხინჩეგაშვილმა შეძლო ძალების მობილიზება და შეხვედრის სათავისოდ შემობრუნება, საბოლოოდ კი 4:3 გამარჯვება და ოლიმპიური ჩემპიონობა.

ფინალურ შეხვედრამდე ხინჩეგაშვილმა სამი დაძაბული ბრძოლა გადაიტანა, მერვედფინალში მან ყაზახეთის
ნაკრების წევრი ნურისლამ სანაიევი 4:3, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი 4:3, ნახევარფინალურ დაპირისპირებაში კი ბულგარელი ვლადიმირ დუბოვი 8:4 დაამარცხა.

- რიო 2016: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალშია! [VIDEO]
- რიო 2016: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ნახევარფინალშია! [VIDEO]
- რიო 2016: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მეოთხედფინალშია! [VIDEO]

ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია. მანამდე ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა, ვერცხლი ძიუდოისტი ვალერი ლიპრატელიანის ანგარიშზეა, 3 ბრინჯაო კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბ/რ ჭიდაობა) და ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) მოიპოვეს.

იხილეთ ინგლისური ვერსია
მკითხველის კომენტარები / 36 /
გპარავდეს ხვტისმსობელი მისი წილხვედრი ქვეყნის სვილი ხარ გაიხარეტ ქარტველებო უპალი გვიგზავნის სიხარულს იხარე ლადო სენი ოჯახიტ

ledi
10:11 20-08-2016
0
ძალიან მაგარი ხარ გილოცავ და დიდი მადლობა ამ სიხარულისთვის.
giorgi
10:07 20-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული