რიო 2016: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია. 25 წლის გორელმა მოჭიდავემ ფინალში იაპონელ ჰიგუჩი რეის მოუგო და საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

- ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დაჯილდოება და საქართველოს ჰიმნი რიოში [VIDEO]
- ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: სწორედ ამან განაპირობა ჩემპიონობა!

შეხვედრის დასაწყისში უფრო აქტიური იაპონელი სპორტსმენი იყო, რომელმაც ანგარიში 2:0 წაიყვანა, თუმცა ხინჩეგაშვილმა შეძლო ძალების მობილიზება და შეხვედრის სათავისოდ შემობრუნება, საბოლოოდ კი 4:3 გამარჯვება და ოლიმპიური ჩემპიონობა.

ფინალურ შეხვედრამდე ხინჩეგაშვილმა სამი დაძაბული ბრძოლა გადაიტანა, მერვედფინალში მან ყაზახეთის
ნაკრების წევრი ნურისლამ სანაიევი 4:3, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი 4:3, ნახევარფინალურ დაპირისპირებაში კი ბულგარელი ვლადიმირ დუბოვი 8:4 დაამარცხა.

- რიო 2016: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალშია! [VIDEO]
- რიო 2016: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ნახევარფინალშია! [VIDEO]
- რიო 2016: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მეოთხედფინალშია! [VIDEO]

ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია. მანამდე ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა, ვერცხლი ძიუდოისტი ვალერი ლიპრატელიანის ანგარიშზეა, 3 ბრინჯაო კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბ/რ ჭიდაობა) და ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) მოიპოვეს.

იხილეთ ინგლისური ვერსია
მკითხველის კომენტარები / 36 /
ასეთებს რომ ვუყურებ მეამაყება რომ ქართველი ვარ.
ნაცი ხვიტია
20 აგვისტო 2016 01:04
0
გილოცავთ ყველას! ძალიან მაგარი მოჭიდავეთა ლადო, თითქოს წინასწარ ჰქონდა ნანახი თავისი შეხვედრები ისე იჭიდავა. რომ სდომებობდა მეტ ქულებსაც აიღებდა.
დიტო
20 აგვისტო 2016 01:03
0
მარჯი, მარჯი საქართველო!
გია თუთბერიძე
20 აგვისტო 2016 01:03
0
გილოცავთ ყველას!
მირო
20 აგვისტო 2016 01:01
0
გენაცვალე ღმერთმა დაგლოცოს ძმა როგორც ახლა ხარ გახარებული ასეთი გახარებული იყავი მუდამ გილოცავთ მთელ საქართველოს
qutaiski
20 აგვისტო 2016 01:00
0
ჩვენი ჩემპიონიი ვლადიმერ ხინჩეგაშვილიი გენაცვალეეე დიდი სიხარული მოგვანიჭე თითოეულ ქართველს!!!გილოცავთ
mari
20 აგვისტო 2016 00:58
0
აი დედასა, გილოცავთ ყველას, გაუმარჯოს საქართველოს.
dato
20 აგვისტო 2016 00:57
0
ასეთი თავდაჯერება იშვიათია სპორტსმენებში.ასე გახარებული ყოფილიყავი მთელი ცხოვრება როგორი სიხარულიც შენ ქვეყანას და მთელ შენ ერს მიანიჭე
soso
20 აგვისტო 2016 00:49
0
გენაცვალე შენ ოქრო ხარ, შენმა გამზრდელმა იხაროს და იდღეგრძელოს ისე როგორც ჩვენ გაგვახარე..შემოგევლე შენ, ღმერთმა დაგლოცოს.
goga bera
20 აგვისტო 2016 00:49
0
გილოცავთქართველერბო ვლადიმერ წარმატებები სულ ახალგაზრდახარ და ვიმედოვნებ ბევრ ოლიმპიურ მედალს მოიპოვებ
დავითი
20 აგვისტო 2016 00:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული