რიო 2016. მედლების რეიტინგი: საქართველო 32-ე ადგილზე აღზევდა

AutoSharing Option
საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია, რომლის ანგარიშზე ამ დროისთვის რიოს ოლიმპიადაზე მოპოვებული 6 მედლია (2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო), საერთო ჩათვლაში ქვეყნებს შორის 32-ე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ჩემპიონები ძალოსანი ლაშა ტალახაძე და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდნენ. ვერცხლი ძიუდოისტი ვალერი ლიპრატელიანის ანგარიშზეა, 3 ბრინჯაო კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბ/რ ჭიდაობა) და ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) მოიპოვეს.

ქვეყნების რეიტინგს აშშ ლიდერობს 38 ოქროს, 35 ვერცხლისა და 32 ბრინჯაოს მედლით. მეორე და მესამე ადგილს, შესაბამისად დიდი ბრიტანეთი (24 ოქრო,
22 ვერცხლი, 14 ბრინჯაო) და ჩინეთი (22 ოქრო, 18 ვერცხლი, 25 ბრინჯაო) იკავებენ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული