რიო 2016: სანდრო ამინაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

AutoSharing Option
20 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში, 86 კგ-მდე წონით კატეგორიაში იასპარეზა სანდრო ამინაშვილმა.

ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი ქართველი ფალავანი 1/8-ფინალურ შეხვედრაში პოლონელ მათეუშ ბარანოვსკის დაუპირისპირდა და დამარცხდა - 2:2, თუმცა ორქულიანი შეტევით უპირატესობა პოლონელს მიენიჭა.

იმ შემთხვევაში, თუ პოლონელი მოჭიდავე ფინალში გავა, ამინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟში გააგრძელებს.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვინმემ იცით მარსაგიშვილი რატომ არ წაიყვანეს? აშკარად ის უფრო ძლიერია ვიდრე ამინაშვილი.
ნაცი ხვიტია
17:51 20-08-2016
0
არ გინდათ ყველაა მოჭიდავე რომ გორიდან წაიყვანოთ ხო ატყობთ მაგათ ჟილკა არ ააქვთ საერთოდ თურ უნდა ნუ გამოვა ქვეყნის სახელით
gio gori
17:57 20-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული