საქართველო რიოს ოლიმპიადის მედლების ალტერნატიული ცხრილის ტოპ-10-შია!

AutoSharing Option
ბრიტანული "ტელეგრაფი" რიოს ოლიმპიური თამაშების მედლების ალტერნატიულ ცხრილს გვთავაზობს. გამოცემა ითვალისწინებს არა მხოლოდ მედლების რაოდენობას, არამედ იმ ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობასაც, რომლებმაც მედლები მოიპოვეს.

ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ ოქროს მედლების რაოდენობით მოწინავე ქვეყანა ბაჰამის კუნძულებია. მართალია, ამ კუნძულის წარმომადგენლებს მხოლოდ ერთი ოქროს მედალი აქვთ, მაგრამ კუნძულოვანი სახელმწიფოს მოსახლეობა 388 ათასია. ყოველ მილიონ მოსახლეზე კი 2,6 ოქროს მედალი გამოდის.

კიდევ ერთი კუნძულოვანი სახელმწიფო - გრენადა პირველია იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის რაოდენობას მედლების რიცხვს შევუთანხმებთ - გრენადამ მხოლოდ ერთი ვერცხლი მოიგო, მაგრამ მილიონ
მოსახლეზე 9,4 მედალი გამოდის.

ჩვეულებრივ ცხრილში პირველ სამეულში გასული ქვეყნები: აშშ, ბრიტანეთი და ჩინეთი სიის ბოლოსკენ არიან ალტერნატიულ ცხრილში. ჩინეთში ყოველ მილიონ მოსახლეზე მხოლოდ 0,05 მედალი მოდის.

ალტერნატიულ ცხრილში საქართველო მოწინავე ათეულშია. ჩვენს ქვეყანაზე, "ტელეგრაფის" გამოთვლით, მილიონ მოსახლეზე 1,9 მედალი გამოდის. საქართველო მერვე ადგილზეა, რითაც კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ნამდვილად სპორტული ქვეყანა ვართ. ევროპაში მხოლოდ სამი ქვეყანა გვისწრებს: დანია, ხორვატია და სლოვენია.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოსახლეობა არაა ცოტა საქარტველოში .უბრალოდ არც სკოლებშია და არც სასწავლებლებში გუნდური სპორტული ტამაშები ჩამოყალიბებული . სოლის სემდეგ სკოლებში გახსნილი რომ იყოს ასეტი გუნდები სულ მცირე გადასახადიტ მაინც და მშიობლებიც ტვალს და ყურსს ადევნებდნენ ბავშვების მიღწევებს კარგი იქნებოდა ასევე კარგი სპორტული მონაცემებიტ უმაღლესი სასწავლებლები რომ ქულის მომატებიტ რიცხავდნენ ბავშვებსს აი ნახავდიტ რა კონკურენცია იქნებოდა .ამ პეხბურტსს და ჭიდაობას და რაგბსს გადააკვდა მტელი ერი ნუტუ სხვა არაპერში ვავარგივარტ???
kai r.
23 აგვისტო 2016 06:56
0
სპორტულ ქვეყანას რამდენად ნიშნავს ეგ თითოეულმა ჩვენთაგანმა განვსაჯოთ იმის მიხედვით თუ რა მდგომარეობაა ჩვენს ირგვლივ მაგ კუთხით. აი იმას კი ნამდვილად ნიშნავს, რომ მოსახლეობა არის ძალიან ცოტა საქართველოში და ნეტა ასეთ ალტერნატიულ ცხრილებში ან არ ვხდებოდეთ, ან კიდევ თუ მოვხვდებით ეგ უკანასკნელი ნუ იქნება მიზეზი.
გულშემატკივარი
22 აგვისტო 2016 16:15
0
მასე გრენადა ყოფილა სუპერ სპორტული
me
22 აგვისტო 2016 16:12
0
ორი ოქრო,ერთი–ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო კარგი,ნორმალური შედეგია,მაგრამ სატრაბახოდ საქმე არ გვაქვს და ვერანაირად ვერ ჩაითვლება,რომ ქართველი ახალგაზრდობა ,,სპორტულია,,!(((სპორტის გუნდურ სახეობებში ჯერ არათუ მედალი,ოლიმპიადის საგზურიც არ მიგვიღია! რეალურად ქვეყანაში ახალგაზრდების სპორტული ცხოვრებით დაკავების დონეს განსაზღვრავენ სპორტის გუნდური სახეობები და არა ცალკეული,ინდივინდულაური ტალანტების მიღწევები სპორტის ინდივინდუალურ სახეობებში!..მაგ.სერბებმა ოლიმპიური ოქრო მოიგეს წყალბურთში, სერბმა ქალმა ფრენბურთელებმა–ვერცხლი ,კალათბურთელებმა–ბრინჯაო,ხოლო მამაკაცებმა–ვერცხლი...პ.ს....ინდივინდუალურ სპორტის სახეობებში არაა საჭირო რამდენიმე კლუბი,ასეულობით სპორტსმენი კონკურენციისთვის...
ზაზა
22 აგვისტო 2016 15:38
0
ნუ ცირკაჩობენ ერთი რა!
leo
22 აგვისტო 2016 15:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული