ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ რიოს ოლიმპიადის მსაჯი თემურ ყაზარაშვილი მოკვეთა

AutoSharing Option
ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ (United World Wrestling) უმაღლესი კატეგორიის მსაჯი თემურ ყაზარაშვილი საქმიანობიდან მოკვეთა. ამის შესახებ გამოცემა Inside the games-ი იუწყება.

სავარაუდოდ, გადაწყვეტილების მიზეზი 15 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 85 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამართულ ფინალში ქართველის მსაჯობა გახდა, რომელშიც რუსეთის სახელით მოჭიდავე დავით ჩაკვეტაძემ უკრაინელ ჟან ბელენიუკს მოუგო და ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უკრაინაში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ყაზარაშვილმა თანამემამულის მხარე დაიჭირა და არაობიექტურად იმსაჯა. ამ ფაქტს უკრაინის სპორტის მინისტრიც კი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მის თანამემამულეს
ოქრო "მოპარეს"...

- უკრაინის სპორტის მინისტრი: ჩაკვეტაძეს ოლიმპიური ოქრო მსაჯმა ყაზარაშვილმა მოაგებინა!

ყაზარაშვილის გარდა, "მსაჯობის საეჭვო მანერის" გამო საქმიანობას სამხრეთკორეელი ტონ კინ ჩონი და რუსი სერგეი ნოვაკოვსკიც ჩამოაშორეს.

ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის ეთიკური კომისია გამოძიებას ჩაატარებს, რის შემდეგაც არბიტრების წინააღმდეგ სანქციების დაწესება-არდაწესების გადაწყვეტილებას მიიღებს.

მანამდე თემურ ყაზარაშვილმა გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბრალდებები მის მიმართ უსაფუძვლოა.

"არანაირ საყვედურს, მით უმეტეს, ბრალდებას არ მივიღებ, რადგან ცამდე მართალი ვარ ყველაფერში", - თქვა არბიტრმა.

- თემურ ყაზარაშვილი: მთელი სულით და გულით ჩვენს ბიჭებთან ვიყავი
მკითხველის კომენტარები / 24 /
გოჩა-ს ჩაკვეყაძე კი არ აიყვანეს ამ გაჭირვებას ვერ გაუძლო აქ და გაიქცა იქ სადაც კარგი პირობებია და მუცელი ყოველთვის დანაყრებული ექნება!)))))))))))))))))))))))))))))
svani
23 აგვისტო 2016 14:39
0
აქ გეოპოლიტიკური შეხედულებების გაცვლის გვერდი არ არის, თქვენი ანტირუსული და ანტი დასავლური პოლიტიკური შეხედულებები ან სხვაგან წერეთ ან გრაგნილზე დაწერეთ დაახვიეთ და მერე გეტყვით სადაც წაიღოთ.
ყველას
23 აგვისტო 2016 13:07
0
ნერვიულებენ რომ რუსეთმა მოიპოვა ოქრო.ჩაკვეტაზე არ აიყვანეს ნაკრებში. ხომ ვნახეთ რომ ფიზიკაში უსუსურები ვართ. მეორე ნომრები უფრო კარგ შედეგს აჩვენებდენ.რა უნდოდა არაბეთში, ეს ხომ ნონსენსია.
გოჩა
23 აგვისტო 2016 12:37
0
გელა1-ს ჯეეერ მოდი საქართველოში მივხედოთ ერთმანეთს და გადავეჩვიოთ ჩვენ ქვეყანაში ჩვენ მიწაზე მცხოვრები ადამიანები ერთმანეთთან დამოკიდებულებას!!))) გაიგეეეე ერთხელ და სამუდამოდ ეგ ინდივიდი (ადამიანს ვერ დავარქმევ) არ არის ქართველი არაააააააა!! ადამიანი არ ხააარ?! გაიგეე ერთხეეელ და სამუდამოდ!!! წასულიყო საუდის არაბეთში იცი ოქროზე რამდენს მიცემენ იცი?! წასულიყო აზერბაიჯანში ფული თუა ყველაფერიიიი!!!!!))))))))
svani
23 აგვისტო 2016 11:06
0
გელა-ს-ს ეჰ მარტო ეგ რიცხვი რომ იყოს ცუდად გასახსენებელი ჩვენი ჩრდილოელი ურიებისგან კიდევ გადავიტანდით რამენაირად) გელა-ს kaza-ს kaxi-ს წიგნები წიგნები ჩქარა... თუ ახალგაზრდები ხართ, თუარადა თქვენც გაუნათლებელ ურიებში შედიხართ არაფრით განსხვავდებით იმათგან, ერთადერთი რითაც გამოვირჩეოდით ეს იყო განათლება, წარსულის ცოდნა))) ეხლა კი რას ემსგავსება ხალხი, მთავარია ნიახური და ის ვაშლები რაც გაქვთ გორში რუსეთში გაიტანოთ და არ ....... ჩემ ქვეყანას თავის ხალხიანად))))))))
svani
23 აგვისტო 2016 09:55
0
Vetanxmebi mariams droshis friali araris gamartlebuli ruseti mainc hveni mteria sportshi da yvelgan.ise ulosav datos.
Mano
23 აგვისტო 2016 09:54
0
kaxi-ს რატომ არ გამოაქვეყნეთ ჩემი კომენტარი იმდენი რამე მქონდა დაწერილი....))) ეგ იმ ადამიანებს უთხარი ვინც გაგრაში დაიხოცა, ვინც სოხუმში დაიხოცა, ვინც სვანეთის გზებზე დაიხოცა, ვინც გორში დაიხოცა, და ეს მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა!!)))აბა იმათ ოჯახებს კითხე მათთვის რას ნიშნავს როდესაც ქართველი მთელი მსოფლიოს დასანახად ოკუპანტის დროშას კოცნის)))
svani
23 აგვისტო 2016 09:46
0
ქართველებო, რას ერჩით დათო ჩაკვეტაძეს რა დაგიშავათ, რუსეთის სახელით, რომ მოიგო ვერ მოინელეთ?, რატომ არ აიყვანეთ საქართველოს ნაკრებში, ძალიან ძლიერი ბიჭია, რა არ მოიგი?, ნუ ჭამთ ქართველები ერთმანეთს.
გელა1
23 აგვისტო 2016 09:40
0
მოგება ერთია და რუსეთის დროშის ფრიალი მეორე.როგორი ამაზრზენები ხართ ვინც ამას ამართლებთ, გიორგი ანწუხელიძე ცოცხლად შეჭამეს და ქართულ დროშას არ დააბიჯა, ამან რაც მოიგო ღმერთმა შეარგოს, დროშის ფრიალი უკვე მისი არჩევანი და სიტუტუცე იყო, ზუსტად ერის მიღალატედ უნდა გამოაცხადონ.
მარიამი
23 აგვისტო 2016 06:48
0
08.08.2008
გელა-ს
23 აგვისტო 2016 01:07
0

სიახლეები პოპულარული