"მთავარი უბედურება ის არის, რომ ჩვენ გაგვიუქმეს წევრობა საერთაშორისო პარალიმპიურ კომიტეტში, - განაცხადა რუსეთის პარალიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, 13-გზის პარალიმპიურმა ჩემპიონმა რიმა ბატალოვამ. - ეს ნიშნავს, რომ მომდევნო წელს ვერ შევძლებთ ტურნირებზე გამოსვლას და ლიცენზიების მოპოვებას, 2018 წელს კი ზამთრის პარალიმპიური თამაშები ჩვენს გარეშე ჩაივლის.
ისინი არც კი გვეუბნებიან წევრობის აღდგენის პირობებს. ამიტომაც, არ ვიცით როგორ ვიმოქმედოთ. ისღა დაგვრჩენია, სასამართლოს მივმართოთ".
შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს, საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა რუსი პარალიმპიელები
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"