ესპანეთის უმდიდრეს ადამიანებში მხოლოდ ორი სპორტსმენია

AutoSharing Option
მადრიდულმა გაზეთმა El Mundo-მ გამოაქვეყნა ესპანეთის 200 ყველაზე მდიდარი ადამიანის სია.

ამ სიაში მოხვდა ორი სპორტსმენი - ფორმულა 1-ში მსოფლიო ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო და "დიდი სლემის" ტურნირების 14-გზის ჩემპიონი, ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი. თითოეულის ქონება შეფასებულია 200 მილიონ ევროდ და ისინი რეიტინგის 197-198-ე ადგილებს იყოფენ.

გამოცემის ინფორმაციით, ფერნანდო ალონსოს ხელფასი "მაკლარენში", წელიწადში 35 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა, ამ თანხაში არ შედის სპორსორული და სარეკლამო შემოსავლები. რაფაელ ნადალმა თავისი კარიერის განმავლობაში, კორტზე 77 მილიონი ევრო გამოიმუშავა, დანარჩენი შემოსავალი კი სპონსორებთან კონტრაქტებმა
მოუტანა.

ესპანური სპორტის სხვა წარმომადგენლებს შორის უნდა გამოვყოთ მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი - ის 1.25 მილიარდის მფლობელია და რეიტინგში 36-ე ადგილზეა. ყველაზე მდიდარი ესპანელი კი ამანსიო ორტეგაა - კომპანია Inditex-ის დამაარსებელი. ცნობისთვის, ამ კომპანიას ეკუთვნის ცნობილი ბრენდი Zara. ორტეგა 67.65 მილიარდ ევროს ფლობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული