გურამ გუგენიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიცვა [+VIDEO]

AutoSharing Option
М-1 Challenge-ის წესების გარშე ბრძოლის ტურნირმა, რომელიც მოსკოვში გაიმართა, მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები შეკრიბა და მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონი გამოავლინა. დაპირისპირება, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდნენ ქართველ გურამ გუგენიშვილსა და რუს მაქსიმ გრიშინს შორის, შედგა. ის 183 წამი გაგრძელდა და ქართველი მებრძოლის გამარჯვებით დასრულდა [იხილეთ ვიდეო].

გუგენიშვილმა М-1 Challenge-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ შეინარჩუნა.

"ეს ისეთი სპორტი არაა, სადაც შეგიძლია იცეკვო. ეს ჩხუბია. ხან ქვევით ხარ, ხან ზევით. უბრალოდ მაქსიმმა შეცდომა დაუშვა, ზურგი მაჩვენა და ამით ვისარგებლე", - განაცხადა თავისი
გამარჯვების შესახებ М-1 Challenge-ი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა გურამ გუგენიშვილმა.

М-1 Challenge-ის შერეული ორთაბრძოლების პირველი ტურნირი 2008 წელს გაიმართა. მას შემდეგ მებრძოლთა დონე და მაყურებელთა ინტერესი ამ ტურნირისადმი საგრძნობლად გაიზარდა. ახლა რინგზე მხოლოდ საუკეთესო სპორტსმენები გამოდიან რუსეთიდან, ამერიკიდან და ევროპიდან. გასულ წელს მათ პირველად იბრძოლეს მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის. 150 პრეტენდენტიდან გამარჯვებული მხოლოდ 5 გახდა.

გუგენიშვილი რინგზე საქართველოს და უკრაინის დროშებით გამოვიდა. ის უკრაინული კლუბის სახელით ასპარეზობს.






.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოჩაღ გურამს. დიდი ხანია ვაკვირდები ამ სპორტსმენს და მეამაყება მისი წარმატებები. ცუდია რო საქართველოში არ იცნობენ და საერთოდ სპორტის ეს პროგრესული სახეობა აქ მკვდარია.რაშიც სპორტული მედიაცაა დამნაშავე.გურამის სახით კი პოპულარიზაცია შეიძლება მაგრამ... იმედია სიტუაცია გამოსწორდება და კიდევ ბევრი გვასახელებს. გურამ გუგენიშვილს ვუსურვებ წარმატებებს და მალე ტოპ ათეულში მოხვედრას მსოფლიო მაშტაბით,რაშიც ეჭვიც არ მეპარება. მთავარია ასე გააგრძელოს.ოღონდ ვურჩევდი კრივის სრულყოფილად შესწავლას რო დგომშიც თავი თავისუფლად იგრძნოს. სპორ.ჟურნალისტებს მოკრძალებულად ვთხოვ: დადეთ ინფოები გურამზე, დავით ტყეშელაშვილზე და სხვა ქართველ მებრძოლებზე.
zezva
15:01 08-03-2011
0
ყოჩაღ გურამს. დიდი ხანია ვაკვირდები ამ სპორტსმენს და მეამაყება მისი წარმატებები. ცუდია რო საქართველოში არ იცნობენ და საერთოდ სპორტის ეს პროგრესული სახეობა აქ მკვდარია.რაშიც სპორტული მედიაცაა დამნაშავე.გურამის სახით კი პოპულარიზაცია შეიძლება მაგრამ... იმედია სიტუაცია გამოსწორდება და კიდევ ბევრი გვასახელებს. გურამ გუგენიშვილს ვუსურვებ წარმატებებს და მალე ტოპ ათეულში მოხვედრას მსოფლიო მაშტაბით,რაშიც ეჭვიც არ მეპარება. მთავარია ასე გააგრძელოს.ოღონდ ვურჩევდი კრივის სრულყოფილად შესწავლას რო დგომშიც თავი თავისუფლად იგრძნოს. სპორ.ჟურნალისტებს მოკრძალებულად ვთხოვ: დადეთ ინფოები გურამზე, დავით ტყეშელაშვილზე და სხვა ქართველ მევრძოლებზე.
zezva
15:02 08-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული