ქართველი მორაგბე გოგონა, რომელმაც "X ფაქტორში" ყველა გააოცა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს შვიდქალა ნაკრების წევრმა მარიამ გოგუაძემ მუსიკალურ შოუ "X ფაქტორში" ყველა გააოცა.

გოგუაძემ მეგან ტეილორის სიმღერა Me too შეასრულა და ჟიურიმ 4 "კითი" მეორე ტურში გადაიყვანა.
იხილეთ გამოსვლის ვიდეო
Sportall.Ge

ჟიური და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მყოფი მაყურებელი სასიამოვნოდ გაოცებული და გაკვირვებული დარჩა იმ ფაქტით, რომ მარიამი მორაგბეა.

აქვე მოგიყვებით ცოტას მარიამის შესახებ: ის 19 წლისაა და სპორტული აქტივობები მისი ცხოვრების წესია. გარდა იმისა, რომ ლამაზმანი საქართველოს შვიდქალა ნაკრების წევრია, მარიამი ასევე მძლეოსნობითაც არის დაკავებული, კერძოდ კი, მორბენალია.

მარიამი საკმაოდ პოპულარულია სოციალურ
ქსელში და "ფეისბუქზე" 6500 ხელმომწერიც ჰყავს.

გთავაზობთ მარიამის საუკეთესო ფოტოებს, რომლებიც მის "ფეისბუქზე" დევს.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ მარიამის გამოსვლას საქართველოს რაგბის კავშირის "ფეისბუქი" გამოეხმაურა და მხარდაჭერა გამოთქვა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
შემიყვარდა ეს ქალი. ვგიჟდები ასეთ ჯანიან ქალებზე
რა მნიშვნელობა ააქვს
23:39 11-04-2017
0
წარმატებები ყველგან და ყველაფერში. გეხუტუნეეე, გამარჯვებებიიი.
kaxa
10:50 21-04-2017
0

სიახლეები პოპულარული