კახა კალაძემ სამტრედიაში მრავალშვილიან ოჯახს სახლი აჩუქა

AutoSharing Option
კახა კალაძემ სამტრედიის მკვიდრ კოხრეიძეების მრავალშვილიან ოჯახს ძველით ახალ წელი მიულოცა და მათ სამტრედიაში საცხოვრებელი სახლი აჩუქა.

სოციალურად დაუცველ ოჯახს, სადაც ოთხი ბავშვი იზრდება, საკუთარი საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა. კოხრეიძეების ოჯახი უახლოეს მომავალში მეხუთე შვილს ელოდება.

“ჩვენთვის ძალიან სასიხარულო დღეა, რადგან მრავალი წელი უსახლკაროდ ვცხოვრობდით და მეზობლებს ვაფარებდით თავს. ახლა კი ბატონმა კახამ სასწაული მოახდინა, ჩემი შვილებისთვის სახლი იყიდა და ჩვენ ჭერი გვექნება. დიდი მადლობა მას ასეთი საჩუქრისთვის!“, - განაცხადა ინგა კოხრეიძემ.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს კახა კალაძე მშობლიურ
სამტრედიას ესტუმრა, სადაც მისი დაფინანსებით საახალწლო კონცერტი გაიმართა.

interpressnews.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 10 /
გაიხარე კახა როგორც ეს ოჯახი გაახარე! როდის დადგება ის დრო საქართველოში, როდესაც უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები ხანჯლით საძებნი გაგვიხდება? ადამიანების ღირსეულ შემოსავლიან სამუშაოზე დასაქმება არის უპირველესად გასაკეთებელი საქმე ხელისუფლებისთვის.
ლუკა
02:22 15-01-2019
4
ეხლა გამოვა ვინმე და ორი ავტოგოლიო იტყვის, რასაც აკეთებს უნდა დავინახოთ, მოგვწონს თუ არა,როგორც პოლიტიკოსი.
:))))
13:00 15-01-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული