ბერნის ქალიშვილი ცხოველებისთვისაც გაშიშვლდა

AutoSharing Option
"ფორმულა 1"-ის მთავარი პრომოუთერის ბერნი ექლსტოუნის უფროსი ქალიშვილი თამარა კვლავ გაშიშვლდა. მშვენიერმა გოგონამ ამჯერად მამაკაცთა ჟურნალ FHM-ის გერმანული ვერსიისთვის იკეკლუცა.

ეროტიკული ფოტოსესია, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, საქველმოქმედო მიზნებს ემსახურება - შიშველი გოგონა კამერების წინ თავის ძაღლთან ერთად წარსდგა, რითაც ცხოველთა უფლებების დამცველ საზოგადეობა "პეტას" დიდი სამსახური გაუწია.

გადაღებებს თან ახლდა ლოზუნგი "იყავი ცხოველების მფარველი ანგელოზი". რაც შეეხება თამარას, მას ტანზე მხოლოდ ნაქარგი ტრუსი ემოსა, ზურგზე კი ანგელოზის ფრთები ამშვენებდა.

"ვფიქრობ, საშინელებაა, ცხოველებს რომ ჩვენი კეთილდღეობისთვის დაუნდობლად ვჟლიტავთ. როდესაც ადამიანები საკუთარი
თვალით ნახავენ, როგორ უაზროდ და სასტიკად იხოცებიან ცხოველები, ტყავის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უარს იტყვიან", - აცხადებს თამარა.

80-წლის მილიონერის ქალიშვილი 26 წლისაა და საკმაოდ ხშირად მონაწილეობს ეროტიკულ ფოტოსესიებში.

მომზადებულია peta.de-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული