სრიალში გამოხატული აგრესია

AutoSharing Option
ასობით ქართველი ბავშვი სიამოვნებითა და ხალისით ცდილობს ოთხ ბორბალზე მყარად დადგომასა და სრიალს. მოხალისე-მოსრიალეთა შორის რამდენიმე პროფესიონალებიცაა. პრობლემების მიუხედავად ახალგაზრდები ყოველდღიურად ცდილობენ ურთულესი ილეთების დახვეწას.

ახლახან სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაიმ" ექსტრემალური სპორტის მოყვარულთა გასახარად დედაენის ბაღში ტურნირი ჩაატარა. ხაზისშიდა ციგურებით სრიალში სხვადასხვა სირთულის ილეთები და ხტომები შეასრულეს ილია კონონენკომ, გიგა ლომიძემ და გიორგი ბიბამ. მათ შორის გამარჯვება და განსაკუთრებული მოწონება ილია კონონენკომ მოიპოვა.

სახიფათოდ გამორჩეულნი
ილია კონონენკო: "როლიკებით სრიალი 13 წლისამ
დავიწყე. მამაჩემის კვალს გავყევი. დედაენის ბაღში ყოველდღე მოვდივარ სავარჯიშოდ და სერიოზული ტრავმა არსოდეს მიმიღია".

გიორგი ბიბა: "თავიდან ყინულის მოედანზე ვსრიალებდი, მაგრამ დაიხურა. გადავწყვიტე როლიკები შემეძინა და სრიალი გამეგრძელებინა. ყველა საჭირო ინვენტარი მეორადებში შევიძინე. დედაენის ბაღში თავიდან მარტო ვსრიალებდი, მაგრამ ნელ-ნელა ბავშვებიც დაინტერესდნენ. ინტერნეტში მოძიებული ილეთების დახვეწაში ერთმანეთს ვეხმარებოდით. ხელისა და ნეკნის დაზიანების მიუხედავად როლიკებით სრიალზე უარი მაინც არ ვთქვი".

გორგოლაჭების ისტორია
1760 წელს მეტალის გორგოლაჭებიანი ციგურებით პრიმიტიული ილეთები ბელგიელმა ჯონ ჯოზეფ მერლინმა შეასრულა, ხოლო მოგვიანებით 1819 წელს პარიზში პეტიტბლედმა გორგოლაჭებიანი როლიკების პირველი ნიმუში შექმნა, რომელიც დღევანდელს თითქმის წააგავდა. მასზე ნახტომების შესრულება ურთულესი იყო. ნელ-ნელა გორგოლაჭები იხვეწებოდა და 1866 წელს პირველი სახალხო შეჯიბრიც მოეწყო.

მეოცე საუკუნის მიწურულს სასრიალო ციგურების დიზაინი შეიცვალა, დაემატა ჩასაფენი ნაბადი. შეიქმნა სხვადასხვა დისციპლინები და ევროპის ქვეყნებმა ეროვნული ჩემპიონატების ჩატარება დაიწყეს. ჩამოყალიბდა როლიკებით მოსრიალეთა კლუბები.

დღეს უკვე ციგურების რამდენიმე კატეგორია არსებობს: სისწრაფეში შეჯიბრება, სლალომი, სადაც მოსრიალენი მცირე ზომის კუბიკებს შორის ცდილობენ სწრაფი მოძრაობით ფეხი ოსტატურად გაატარონ. ქუჩის გრაინდები, სადაც კიბეებიდან და სხვადასხვა სიმაღლეებიდან ჰაერში ორ ნახტომს, უკუ ნახტომს და სხვა სირთულის ილეთებს ასრულებენ.

ხიფათის აგრესიულობა
აგრსიულ ხაზისშიდა ციგურებით სრიალის შესასრულებელი დისციპლინებია დაბრკოლებები, მოხერხებულად მოძრაობა, მარჯვე ტრიუკები, ზემოდან გადავლება, ბეტონის გორაკებისა და ბორცვების დაძლევა. არსებობს გორგოლაჭებით სრიალის ორი დისციპლინა: ქუჩის, რომელიც თავისუფალი სტილის სრიალითაა ცნობილი და პარკის, სადაც აგებულია ბეტონის ბორცვები და სხვადასხვა წინაღობები.

პრობლემები
როლიკებით ასობით ბავშვი სრიალებს, თუმცა პროფესიულ დონეზე სრიალს ცოტა თუ ბედავს. პროფესიონალ მოსრიალეთა შორისაა გიგა ლომიძეც: "აუცილებელია, ჩამოყალიბდეს როლიკების ფედერაცია, მოიძებნოს სპონსორი. აიგოს დახურული პარკი. სამწუხაროდ, ერთი პარკი საკმარისი არაა, მითუმეტეს, რომ დედაენის ბაღში სახტომები ცუდაა დაპროექტებული, სივრცე დატოვებულია, თუმცა ამ სივრცეში შეიძლებოდა საჭირო სასრიალო ბარიერების აგებაც.

ყველაზე მთავარი პრობლემა არასწორად აგებული ბორცვებია. სტანდარტის მიხედვით ორ დიდ რამპს შორის შედარებით მომცრო ბორცვი უნდა იყოს ჩადგმული. აქ კი ასე არაა. ავდარში ვარჯიში თითქმის შეუძლებელია, რადგან წყალი არ გადადის და ცენტრში გროვდება. კუთხეებში დაგროვებული ნაგავი სრიალისას როლიკებს ჭედავს.

ევროპაში სპეციალური დამცავი რბილი საფარი აქვთ რომლის დახმარებითაც ურთულეს ილეთებს გაბედულად ხვეწენ. ჩვენ პირდაპირ ცემენტზე ვვარჯიშობთ. საბედნიეროდ, ჩვენს შორის არიან ბავშვები, რომელთაც აქვთ ნიჭი და უნარი სპორტის ამ სახეობაში წარმატებულნი იყვნენ. დიდი სურვილი გვაქვს მეტი გავაკეთოთ, მაგრამ დაუხმარებლად ეს შეუძლებელია".
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიგაა მოკლედ სადაც შენ არ შეგხვდები რაა :D:D:D:D შენ არ თქვა სერიოზული ტრანვა არ მიმიღიაო თორემ ნახავ შენ :D:D:D
gvristich
21:08 02-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული