ცნობილმა ამერიკელმა მეწარმემ, ინჟინერმა და მილიარდერმა ილონ მასკმა "ტვიტერზე" საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა:
"მე ვლადიმირ პუტინს გამოწვევას ვუგზავნი, მას დუელში ვიწვევ. ფსონი - უკრაინა".
მასკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და დანგრეული ქალაქებისთვის კომპანია Starlink-ის გლობალური სატელიტური სისტემის მოწყობილობები გაუგზავნა, რათა თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდება უზრუნველყოფილი იყოს.
ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ მასკი უკრაინაში მიიწვია.