ილონ მასკმა ჯონი დეპი ოქტაგონზე გამოიწვია. გენიოსს მაკგრეგორის მწვრთნელი მოამზადებს

AutoSharing Option
ცნობილი გამომგონებელი და ბიზნესმენი ილონ მასკი გულშემატკივრებსა და მიმდევრებს მორიგ ჯერზე თამამი განცხადებით აოცებს. 49 წლის მილიარდერმა საბრძოლველად ცნობილი მსახიობი ჯონი დეპი გამოიწვია. როგორც ჩანს, მასკი დეპთან ბრძოლას შერეული ორთაბრძოლების წესებით აპირებს, რადგან რამდენჯერმე "ოქტაგონი" ახსენა.

ორი ვარსკვლავის კონფლიქტი ჯონისა და მისი ყოფილი მეუღლის, ემბერ ჰიორდის დაშორების შემდეგ დაიწყო. დაშორებიდან რამდენიმე დღეში ემბერმა თავის ახალ რჩეულად ილონ მასკი აირჩია და მასთან ერთად საზოგადოებაში ჩნდებოდა. თუმცა დეპს არა ეს ფაქტი ხდის მრისხანედ, არამედ ის, რომ მისი იურისტების მტკიცებით, ემბერი ჯონის განქორწინებამდეც
ღალატობდა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ჯონისა და ილონის ურთიერთობა დაიძაბა, თუმცა მანამდე მეგობრები იყვნენ. თავის მხრივ, გამომგონებელმა ყველაფერი უარყო, თუმცა, როგორც ჩანს, მობეზრდა თავისი სახელის დამცირება დეპის მიერ.

გამომგონებელს გამოეხმაურა კონორ მაკგრეგორის მწვრთნელი ჯონ კავანა: "ილონ, თუ შენ მწვრთნელი დაგჭირდა, უბრალოდ შემატყობინე."

თეორიულად განიხილება, თუ ვინ იქნება ბრძოლაში ფავორიტი და ეს ილონ მასკია: მას უპირატესობა აქვს სიმაღლეში, აქვს მცირე გამოცდილება საბრძოლო ხელოვნებაში და ასევე, გენიოსი 49 წლისაა, ხოლო დეპი - 57-ის.

ბოლო დროს ბევრი ვარსკვლავი ცდილობს, შერეული ორთაბრძოლების პოპულარობის ტალღას აჰყვეს და ერთმანეთს ოქტაგონზე იწვევენ. მაგალითად, ჯასტინ ბიბერი იწვევდა ტომ კრუზს, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. კონორ მაკგრეგორი და მარკ უოლბერგი აპირებდნენ ურთიერთობის გარჩევას და მათი ორთაბრძოლაც ჩაიშალა.

თქვენ როგორ გგონიათ, შედგება თუ არა მასკისა და დეპის ბრძოლა და თუ კი, მაშინ როგორ დასრულდება ის?

მომზადებულია championat-ის მიხედვით.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გეთანხმები, ჯობია კარგ რამეში მიბაძონ. მაგრამ ქარველებს ისეთი ჯიში გვაქვს ყველაფერი ცუდი უნდა გადმოვიღოთ.

გიორგი-ს
14:40 30-07-2020
0
ეგ არი თქვენი ამერიკა და ვეროპა, საბოზეთი. იმდენ პარტინიორებს იცვლიან ნასკივით, რომ სათვალავი აქვთ არეული. პირველი პარტნიორი არ უყვარდათ, მეორე არ უყვარდათ, მესამე არ უყვარდათ და 15-ე ეყვარებათ. ვინ დაიჯერებს ამას?

სამწუხაროა რომ ქართველებიც ბაძავენ ამას და მთელი კავკასია საქართველოზე ხითხითებს, თითის გაშვერით...
აეგ
10:27 29-07-2020
1

სიახლეები პოპულარული