"ეს იქნება მაღალი ხარისხის, ზუსტი ანალოგი იმ საბრძოლო თვითმფრინავებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდნენ. წარმოდგენილი იქნება იაპონური, ფრანგული თვითმფრინავები. სხვადასხვა კოლექციის შეთავაზების დიდი გამოცდილება გვაქვს და, ვიმედოვნებ, რომ ეს კოლექციაც დაიკავებს საპატიო ადგილს ჩვენი ერთგული მკითხველის სამუშაო მაგიდაზე“, - განმარტავს ჟურნალ
პირველი თვითმფრინავი, რომელიც "არსენალის“ მკითხველისთვის გახდება ხელმისაწვდომი, იაპონური Kawasaki Ki-61 type 3 Hien იქნება. 1945 წლის იანვარში იაპონელმა მფრინავმა მინორუ შიროტამ თავისი გამანადგურებელი Ki-61 typ 3 Hien-ით ამერიკული ბომბდამშენის წინააღმდეგ ტარანული დარტყმის ტაქტიკა გამოიყენა. შიროტა დაიღუპა, მაგრამ მას მრავალი მიმდევარი გამოუჩნდა. ამომავალი მზის ქვეყნის მფრინავები ტარანისთვის მეტწილად Ki-61 typ 3 Hien-ებს იყენებდნენ. იაპონური "მერცხალი“ გერმანული ძრავით პიკირებისას 610 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებდა და თანაც ორი 20 მმ-იანი ქვემეხისა და ორი 12.7 მმ-იანი ტყვიამფრქვევის ცეცხლით ამერიკული ბომბდამშენებისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო.
როგორც "არსენალის“ რედაქციაში აცხადებენ, წამოწყების მთავარი იდეა სამხედრო ტექნიკის პოპულარიზაცია და მოზარდებში სამხედრო საქმის მიმართ სიყვარულის გაღვივებაა.
თვითმფრინავის სპეციალური ფასი 20 ლარი იქნება, ჟურნალ "არსენალთან“ ერთად კი მის შეძენას 23 ლარად შეძლებთ. საკოლექციო თვითმფრინავი ჟურნალის ახალ ნომერთან ერთად 1-ელი სექტემბრიდან "ბიბლუსის“ მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში იქნება ხელმისაწვდომი.