მეორე მსოფლიო ომის ლეგენდარული საბრძოლო თვითმფრინავების ზუსტი ასლები, 1-ელი სექტემბრიდან ჟურნალ "არსენალთან“ ერთად

AutoSharing Option
"არ­სე­ნა­ლი“ მკი­თხველს გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ახ­ლეს, სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბის ახალ კო­ლექ­ცი­ას შეს­თა­ვა­ზებს. სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლი 2004 წლი­დან გა­მო­დის. მან მკი­თხველს უკვე შეს­თა­ვა­ზა სამ­ხედ­რო სა­ა­თე­ბი­სა და ტან­კე­ბის კო­ლექ­ცია, რო­მელ­მაც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ამ­ჯე­რად კი ხელ­მი­საწ­ვდო­მი ხდე­ბა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვე­ბის კო­ლექ­ცია.

"ეს იქ­ნე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, ზუს­ტი ანა­ლო­გი იმ საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ია­პო­ნუ­რი, ფრან­გუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი. სხვა­დას­ხვა კო­ლექ­ცი­ის შე­თა­ვა­ზე­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს და, ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ეს კო­ლექ­ცი­აც და­ი­კა­ვებს სა­პა­ტიო ად­გილს ჩვე­ნი ერ­თგუ­ლი მკი­თხვე­ლის სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე“, - გან­მარ­ტავს ჟურ­ნალ
"არ­სე­ნა­ლის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი.

პირ­ვე­ლი თვითმფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც "არ­სე­ნა­ლის“ მკი­თხვე­ლის­თვის გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი, ია­პო­ნუ­რი Kawasaki Ki-61 type 3 Hien იქ­ნე­ბა. 1945 წლის იან­ვარ­ში ია­პო­ნელ­მა მფრი­ნავ­მა მი­ნო­რუ ში­რო­ტამ თა­ვი­სი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი Ki-61 typ 3 Hien-ით ამე­რი­კუ­ლი ბომბდამ­შე­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ტა­რა­ნუ­ლი დარ­ტყმის ტაქ­ტი­კა გა­მო­ი­ყე­ნა. ში­რო­ტა და­ი­ღუ­პა, მაგ­რამ მას მრა­ვა­ლი მიმ­დე­ვა­რი გა­მო­უჩ­ნდა. ამო­მა­ვა­ლი მზის ქვეყ­ნის მფრი­ნა­ვე­ბი ტა­რა­ნის­თვის მეტ­წი­ლად Ki-61 typ 3 Hien-ებს იყე­ნებ­დნენ. ია­პო­ნუ­რი "მერ­ცხა­ლი“ გერ­მა­ნუ­ლი ძრა­ვით პი­კი­რე­ბი­სას 610 კმ/სთ სიჩ­ქა­რეს ანვი­თა­რებ­და და თა­ნაც ორი 20 მმ-იანი ქვე­მე­ხი­სა და ორი 12.7 მმ-იანი ტყვი­ამფრქვე­ვის ცე­ცხლით ამე­რი­კუ­ლი ბომბდამ­შე­ნე­ბის­თვის ნამ­დვი­ლი ჯო­ჯო­ხე­თი იყო.

რო­გორც "არ­სე­ნა­ლის“ რე­დაქ­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, წა­მო­წყე­ბის მთა­ვა­რი იდეა სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და მო­ზარ­დებ­ში სამ­ხედ­რო საქ­მის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლის გაღ­ვი­ვე­ბაა.

თვითმფრი­ნა­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი 20 ლარი იქ­ნე­ბა, ჟურ­ნალ "არ­სე­ნალ­თან“ ერ­თად კი მის შე­ძე­ნას 23 ლა­რად შეძ­ლებთ. სა­კო­ლექ­ციო თვითმფრი­ნა­ვი ჟურ­ნა­ლის ახალ ნო­მერ­თან ერ­თად 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან "ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ებ­სა და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლებ­ში იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული