კრიშტიანო რონალდომ დეპრესიის დასაძლევად ფსიქოლოგს მიმართა

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო კარიერის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ეტაპს გადის, მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება სურდა, თუმცა პორტუგალიელის დამატება არცერთა ევროპულმა გრანდმა ისურვა, "მანკუნიანელთა" ძირითადში კი ადგილი დაკარგა და ერიკ ტენ ჰაგი სათამაშოდ მხოლოდ რამდენიმე წუთს აძლევს.

ფსიქოლოგიური პრობლემების გამო, კრიშტიანომ გადაწყვიტა ფსიქოლოგისთვის მიემართა, ჯორდან პიტერსონი არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალებში სხვადასვა ნაშრომები აქვს გამოქვეყნებული, რონალდოს მისი წიგნების წაკითხვა ძალიან დაეხმარა და ერთ-ერთი მათგანის გაცნობის შემდეგ, "იუნაიტედის" ფორვარდმა ჯორდანის მანჩესტერში დაპატიჟება გადაწყვიტა.

რამდენიმე დღის წინ, პიტერსონმა
პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ცნობილ ფეხბურთელს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

"მას რამდენიმე თვის წინ პირად ცხოვრებაში გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მეგობარმა კი ჩემი რამდენიმე ვიდეო გაუგზავნა, შემდეგ ჩემს ნაშრომსაც გაეცნო და დამიკავშირდა. კრიშტიანოს სახლში დაახლოებით ორი საათი ვისაუბრეთ, სპორტზე, ბიზნესზე, ძირითადად, საკითხებზე, თუ რის გაკეთება სურს მომავალში და რა უშლის ხელს მიზნების შესრულებაში" - განაცხადა ჯორდანმა.

ამრიგად, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი არც ისე კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და პროფესიონალი მისი მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავს, ვიმედოვნებთ, რომ "რონი" საუკეთესო ფორმას დაუბრუნდება, რადგან სულ მალე კატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი გველის.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა მალე ეცვლება ხალხს აზრი და რა უცბად შეიძლება სანაგვეზე მოისროლონ ადამიანი ტეხავს უბრალოდ ! რონალდომ ერთი გოლიც რო ვერ გაიტანოს აწი ჩემთვის პირადად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია რომელსაც მოვესწარი მესისთან ერთად ამ ხალხმა ეპოქა შექმნა უამრავი სიამოვნება და ლამაზი მომენტი გვაჩუქა ვისი გულშემატკივარიც არ უნდა იყო ყველამ უნდა დაუფასოს !
0
არა უშავს! როლანდო ძლიერი ფეხბურთელია და აუცილებლად დაძლევს ამ დეპრესიას! ყველა ვარსკვლავის თავზე ხდება ესეთი მომენტები: ჩავარდნები, უხასიათობა, "ვითომ მეგობრებისგან" ზურგის შექცევა და გარიყვა, მაგრამ ეს ყველაფერი ერთად შეკრული, თანდევია ვარსკვლავების ცხოვრებისთვის. მჯერა კრიშტიანო მალე გამოვა ამ მდგომარეობიდან, მოიკრებს ძალას და ჩვეულებრივად დაუბრუნდება თავის ფორმას! ყოველ დაღმართს, აღმართი მოსდევს!
თემო
20:24 01-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული