ფესტივალი ერთ სივრცეში გააერთიანებს სპორტის სხვადასხვა სახეობას, სპორტულ დაწესებულებებს, სპორტთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს, ბავშვებსა და მოზარდებს, სპორტით დაინტერესებულ პირებს, მოყვარულებსა და პროფესიონალებს.
ფესტივალზე მოსულ სტუმრებს დახვდებათ რამდენიმე ზონა: კლასიკური სპორტი, ურბანული და ოფროუდ სპორტი, სპორტ არენა სხვადასხვა გამოჩენილი სპიკერით, საბავშვო, საპიკნიკე და სტრიტ ფუდ ზონა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სპორტის ისეთი სახეობები, როგორებიცაა: ფეხბურთი, ამერიკული სპორტის სახეობები, ჯიუ ჯიცუ, ურბანული სპორტი, ტანვარჯიში, ფარიკაობა, ველოსპორტი, სათავგადასავლო ტურიზმი.
ფესტივალის ორგანიზატორებმა, რეზი პეტრიაშვილმა,
რეზი პეტრიაშვილი - "Sport Fest-ი აერთიანებს სხვადასხვა სპორტის სახეობას, პირველ რიგში კი, ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ასევე - ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს, გართობასა და რეკრეაციას, სიმშვიდეს, ოჯახურ გარემოს, მეგობრებსა და ბუნებაში დროის გატარებას. მომავალში ვაპირებთ მასშტაბების გაზრდას, რაც შეიძლება მეტი ორგანიზაციის შემოერთებას, რათა სრულად მოხდეს სპორტული სფეროს წარდგენა და სპორტული შეჯიბრებების დამატება. ღონისძიება ჩატარდება „დედა ენის“ ბაღში, გვეყოლება ბევრი სტუმარი, მათ შორის, ცნობილი სპორტსმენები და დასწრება იქნება თავისუფალი".
ირინა ეგაძე - "მსგავსი ღონისძიების გამართვა, ამინდიდან და სეზონიდან გამომდინარე, საკმაოდ რთულია, თუმცა სპორტული ორგანიზაციების მხრიდან სრული მხარდაჭერა ვიგრძენით. გვექნება საპიკნიკე ზონა, საკონცერტო ნაწილი, საბავშვო ზონა. გვინდა ფესტივალზე მყოფი ბავშვებისთვის სპორტი კიდევ უფრო ხელშესახები გავხადოთ. ვაპირებთ მომავალში კიდევ უფრო დიდი და მასშტაბური ღონისძიების გამართვას".
ლევან ჯობავა - "სპორტის პოპულარიზაცია დღევანდელ რეალობაში ძალიან მნიშვნელოვანია. 2-დღიანი ღონისძიების ფარგლებში გაიმართება დისკუსიები, ვისაუბრებთ სპორტზე, როგორც არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესსზე, არამედ სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილშიც. გარდა ამისა, ბევრი ადამიანისთვის იქნება განტვირთვის საშუალება. კარგი იქნება, თუ ოჯახთან ერთად სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება ერთგვარ ტრადიციად იქცევა. ვეცდებით, სტუმრებს დაუვიწყარი დღეები ვაჩუქოთ".