ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში, მოხალისეები დალაგების შემდეგ საინტერესო შეხვედრებს ესწრებოდნენ მწერალ დათო ტურაშვილთან, დოქტორ გივი კუპატაძესთან, სადაგის თანადამფუძნებელ - ნიკოლოზ შურღაიასთან და მუსიკოსებთან - ჯგუფ The Jetbird-თან, ნინუცა გაბისონიასა და ბაჩი ვალიშვილთან. ფესტივალის მესამე დღე მთლიანად დაეთმო ბავშვებს, დაბა ბაკურიანის და ანდეზიტის სკოლის 40-მდე მოსწავლე შეხვდა დათო ტურაშვილის და keep Georgia Tidy-ს წარმომადგენელ თაკო როდონაიას.
ღონისძიებას მხარი დაუჭირა ცამეტმა სპონსორმა კომპანიამ და შვიდმა ორგანიზაციამ. ღონისძიების გენერალური სპონსორი იყო საინვესტიციო ჯგუფი Wondernet Express. ოქროს სპონსორები იყვნენ: კოხტა მიტარბი, თეგეტა მოტორსი, თეგეტა გრინ პლანეტი პალიტრა ჰოლდინგი, პარვუს კონსალტინგი, არჩევანი, კრისტალი, ბაკურიანი ინნი და დიდველი გალერეა. სპონსორები - ფინანსური ბიურო, წყალი ბაკურიანი, თელიანი ველი და თბილღვინო. მხარდამჭერი ორგანიზაციები - ბაკურიანის განვითარების სააგენტო, პროკრედიტ ბანკი 44 მოხალისით, FinBureau 77 მოხალისით, ამერიკის სავაჭრო პალატა, Keep Georgia Tidy, ბაკურიანის სკოლა და ანდეზიტის სკოლა.
„დასუფთავების შედეგები კი ასეთია : ჩვენ შევაგროვეთ 52, 000 ლიტრი ნარჩენი, სამშენებლო ნარჩენის გამოკლებით, როგორიცაა ლითონის და ხის გისოსები და ასევე 400- ამდე მანქანისა და სატვირთო მანქანის საბურავი”, - აცხადებენ ორგანიზატორები.
R