წყნეთში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კალათბურთელი დათუნა ჟღენტია - რა წერია კალათბურთის ფედერაციის განცხადებაში?

AutoSharing Option
წყნეთ­ში ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ახალ­გაზ­რდა კა­ლათ­ბურ­თე­ლი და­თუ­ნა ჟღენ­ტია. სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია ავ­რცე­ლებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცია ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ახალ­გაზ­რდა კა­ლათ­ბურ­თე­ლის, და­თუ­ნა ჟღენ­ტის ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით!" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, წყნეთ­ში, ე.წ. სამ­თავ­რო­ბო ზო­ნა­ში, 15 წლის ბიჭი დე­ნის დარ­ტყმის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიჭი წყნეთ­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და.

მე­დი­ის ცნო­ბით, სკვე­რის მიმ­დე­ბა­რედ ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

რო­გორც ერთ-ერ­თმა თვითმხილ­ველ­მა აღ­ნიშ­ნა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ცდი­ლობ­დნენ, მო­ზარდს სას­წრა­ფოს მოს­ვლამ­დე დახ­მა­რე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. ბიჭი ექი­მე­ბის მის­ვლამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

"სკვერ­ში ბავ­შვე­ბი თა­მა­შობ­დნენ და იქ რო­გორ უნდა გა­სუ­ლი­ყო დენი, ვერ
ვხვდე­ბით. სას­წრა­ფოს მოს­ვლამ­დე მე­ზობ­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ დახ­მა­რე­ბას. სას­წრა­ფო 45 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უტა­რებ­და გუ­ლის მა­საჟს, მაგ­რამ ვერ უშ­ვე­ლეს“, - გა­ნა­ცხა­და თვითმხილ­ველ­მა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ წყნეთ­ში, დე­ნის დარ­ტყმის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი 15 წლის ბი­ჭის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

რო­გორც შსს-ში აცხა­დე­ბენ, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მე­ლიც სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

წყარო:
Ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნათელში ამყოფოს უფალმა ღმერთმა!
ლაშა
15:01 11-07-2023
0
ვაი, რა საცოდაობაა...
რა ხდება ამ ქვეყანაში, პატრონი არაფერს ჰყავს?!
გიორგი
17:14 11-07-2023
0

სიახლეები პოპულარული