23-24 სექტემბერს, დედა ენის ბაღში, პირველი სპორტული ფესტივალი - სპორტფესტი ბრუნდება

AutoSharing Option
23-24 სექტემბერს, დედა ენის ბაღში, პირველი სპორტული ფესტივალი - სპორტფესტი ბრუნდება. სპორტფესტი პირველად 2022 წელს ჩატარდა, მასში მონაწილეობა 60-ზე მეტმა სპორტულმა ორგანიზაციამ და 15000- ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

კარგად ნაცნობი სპორტის სახეობების გარდა, როგორიცაა, ფეხბურთი, კალათბურთი, ფარიკაობა, ჰოკეი წარმოდგენილი იქნება ასევე სპორტის ისეთი სახეობები, რომლებიც ბევრისთვის სიახლეა.
ვიზიტორებს შეუძლიათ სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში თუ ტურნირში მონაწილეობა, ვარჯიში, პანელ დისკუსიაზე დასწრება და ცნობილი სპიკერების მოსმენა, ჯანსაღი საკვების დაგემოვნება. მაღაზიები წარმოადგენენ უახლეს სპორტულ ინვენტარს.

-რა დაგვხვდება შემოდგომის მე-3 სპორტფესტზე?

სპორტფესტის დამფუძნებელი - რეზი
პეტრიაშვილი:

- მესამედ ვატარებთ ფესტივალს. სპორტფესტ 3 კიდევ უფრო მასშტაბური იქნება ვიდრე წინა ღონისძიებები.
დავიმატეთ იუსტიციის სახლის პარკინგის ტერიტორია, სადაც მოეწყობა სპორტული მოედნები.
მნიშვნელობა არ აქვს რა ასაკის ხართ ან რა გამოცდილება გაქვთ, ფესტივალზე ყველასთვის მოიძებნება საინტერესო აქტივობა. ფესტივალზე დასწრება და ყველა აქტივობაში მონაწილეობა თავისუფალია.

-რას ემსახურება სპორტფესტი?

-ფესტივალის მიზანია, გააერთიანოს სპორტის ენთუზიასტები, პროფესიონალები, გულშემატკივრები და სპორტული ორგანიზაციები. ფესტივალი არის ადგილი სადაც სტუმრებს შეუძლიათ გამოსცადონ თავი უამრავ სპორტში, ჩაერთონ თამაშებში და შეჯიბრებში, აღმოაჩინონ ახალი სპორტი, შეხვდნენ კარგად ნაცნობ წარმატებულ სპორტსმენებს.
სპორტულ ორგანიზაციებს საშუალება აქვთ მეტი ადამიანი დააინტერესონ სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესით.
გარდა იმისა რომ წინა ღონისძიებები იყო ძალიან სახალისო და უამრავი ადამიანი მოვიდა გასართობად ასევე ბევრი სტუმარი ფესტივალის შემდეგ პროფესიულად ჩაერთო სპორტში. მაგალითად გიორგი მუშკუდიანი, რომელიც ჩვენ ფესტივალზე შეხვდა ტექბოლის ფედერაციას ახლა უკვე ნაკრების კანდიდატია.”

-გაზაფხულის ღნისძიებაზე ცნობილი სპორტსმენები და სტუმრები ერთმანეთში თამაშობდნენ სხვადასხვა სპორტს. ამ ღონისძიებაზეც ელით პროფესიონალ სპორტსმენებს?

- უამრავი პროფესიონალი სპორტსმენი გვყავდა გაზაფხულის სპორტფესტზე: ფეხბურთის ვარსკვლავები ძმები არველაძეები, ზურა ხიზანიშვილი, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მოქმედი მოთამაშეები კახა ჯინჭარაძე და დუდა სანაძე, მსოფლიოს ნომერი პირველი ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძე.
შაბათ-კვირას, ისევ გვეწვევიან სპორტის ქართველი ვარსკვლავები.
ჯამში 20-მდე ტიტულოვანი სპორტსმენი და მოქმედი ნაკრების წევრები გვესტუმრებიან ფესტივალზე და ყველას ველით 23 და 24 სექტემბერს სპორტფესტზე დედა ენის ბაღში.

“ფესტივალის გენერალური სპონსორია “ევროპოპი”, პარტნიორი “ლიბერთი”
სპონსორები: ლოკო-მოკო, Stay Strong, UN Women, Fitpass, ტოპ სპორტი, ბაკურიანი, ვაკე, მაზდა, iHerb, Izipizi, Giggles“

R
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული