მოთხოვნადი მოდელის - "ჰიუნდაი კონას" მეორე თაობა გამოუშვა. განახლებული KONA
უფრო დიდი გაბარიტებით, თამამი სტილით, დინამიკურობითა და მძღოლზე
ორიენტირებული ინტერიერით გამოირჩევა.
"ჰიუნდაი ავტო საქართველოს" შოურუმში "კონა" ჰიბრიდული, 1,6 ლიტრი მოცულობის
ძრავით, წინაწამყვანთვლიანი (4X2) ვერსიით არის წარმოდგენილი. გარანტია
ჰიბრიდული სისტემის ელემენტებზე 7 წელი ან 150 000 კმ-ია. ავტომობილის გამოცდა
შეგიძლიათ ტესტ-დრიავზეც. ამისთვის ეწვიეთ ბმულს. ან დარეკეთ ნომერზე: *7799
სხვა ავტომობილებისგან განსხვავებით, რომლებსაც ძრავის რამდენიმე ვერსია აქვთ,
KONA-მ პირველი ნაბიჯები EV(ელექტრო) ვარიანტის შექმნით გა
ადაპტაცია დანარჩენ მოდელებში განახორციელა. ამ არატრადიციულმა მიდგომამ
"ჰიუნდაის" საშუალება მისცა, KONA-ს ყველა ვერსიისთვის ტექნოლოგიებზე
ორიენტირებული დიზაინური გადაწყვეტა მიესადაგებინა, რომლის გამომხატველი ერთ-
ერთი მთავარი შტრიხია უამრავი პიქსელისგან შემდგარი ჰორიზონტალური განათება.
"კონას" დინამიკური სტილი ხაზგასმულია გამოკვეთილი ბორბლის თაღით, რომელიც
აერთიანებს ფარებს და კიდევ უფრო აძლიერებს მანქანის სიმყარეს. მკვეთრი
დიაგონალური გვერდები ქრომირებულ მოლდინგებს ერთმანეთთან აკავშირებს და
შესანიშნავ კონტურს ქმნის. უკანა პანელი კი, წინა ნაწილის მსგავსად, აღჭურვილია
ჰორიზონტალური ნათურით.
ახალი "კონა" კიდევ უფრო ტევადი გახდა. პროგრესი შეეხო არა მარტო სალონის სივრცეს,
არამედ გაუმჯობესდა გამოყენებული მასალების ხარისხიც.
პირველი, რასაც ახალ ავტომობილში მოთავსებისთანავე შეამჩნევთ, კიდევ უფრო
მოხდენილი და მაღალხარისხიანი მასალებით შესრულებული კოკპიტია - ორი
ინტეგრირებული 12,3-დიუმიანი სენსორული მონიტორითა და ციფრული
მაჩვენებლების დაფით. ახალი ეკრანები არა მარტო მაღალი გარჩევადობით და
საუკეთესო გამოსახულებით გამოირჩევიან, არამედ მათი მოხმარებაც უმარტივესია:
დიდი ზომის გამოსახულებები და პიქტოგრამები, მენიუს ყველასათვის მარტივად
გასაგები და აღსაქმელი სტრუქტურა.
ინტერიერი ასევე აღჭურვილია:
Bose-ს პრემიუმ აუდიოსისტემით
Android Auto და Apple Car Play-ს ფუნქციებით
მძღოლისა და მგზავრის პრემიუმ სარელაქსაციო სავარძლებით
USB-C და უკაბელო დამტენებით
2-ზონიანი კლიმატკონტროლით
გაორთქლვის საწინააღმდეგო ავტომატური სისტემით
4 კამერით წრიული ხედვისთვის
ნავიგაციით (ინტეგრირებული საქართველოს რუკით)
112-ის ღილაკით
ტელემატიკური სისტემა BLUELINK-ით
Blueblink საქართველოში პირველად იქნება ხელმისაწვდომი. სისტემა მომხმარებლებს
შესაძლებლობას აძლევს, ავტომობილის ფუნქციები სმარტფონით აკონტროლონ.
ავტომობილში გაიზარდა ავტომობილის საბარგულის მოცულობაც, რომელიც 466 ლიტრს
შეადგენს, უკანა სავარძლის საზურგეების გადაწევის შემთხვევაში კი, ჯამში,
საბარგულის მოცულობის გაზრდა 1300 ლიტრამდე შეიძლება.
"კონაში" ინტეგრირებულია Hyundai-ს თანამედროვე უსაფრთხოების სისტემა SmartSense-ი.
მრავალი სენსორისა და კამერის დახმარებით ავტომობილი მაქსიმალურად ზრუნავს
თქვენი და თქვენ ირგვლივ მყოფთა უსაფრთხოებაზე.
SmartSense-ის რამდენიმე ფუნქცია:
ავტომატური საგანგებო დამუხრუჭება შეჯახების თავიდან ასაცილებლად;
უხილავი ზონიდან ავტომობილის მოახლოების სენსორი;
უხილავი ზონის პროექცია საინფორმაციო დაფაზე;
დისტანციური პარკირების დამხმარე სისტემა;
ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი;
ზოლში მოძრაობის და შენარჩუნების დამხმარე სისტემა.
ახალი "კონას" ჰიბრიდული ვერსიების დაჯავშნა/შეძენა უკვე შესაძლებელია.
ანგარიშსწორება კი შეგიძლიათ როგორც ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე
სასესხო პროდუქტების გამოყენებით.
„ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 1997 წლიდან Hyundai Motor Company-ს ოფიციალური
დისტრიბუტორია. კომპანიის სათავო ოფისი, შოურუმსა და სერვისცენტრთან ერთად,
რომლებიც უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და ტექნიკური მომსახურების ფართო
ასორტიმენტს მოიცავს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის #204-ში მდებარეობს.
დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ ან "ფეისბუქგვერდებს": hyundai.ge,
https://www.facebook.com/hyundai.ge