"ხვიჩას ჯერ თავისი სათქმელი არ უთქვამს, დიდი ნაცნობობა არ გვაკავშირებს, მაგრამ მაქვს სურვილი, რომ..." - რა განაცხადა ლაშა ტალახაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა სპორტსმენმა, 2-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და 7-გზის მსოფლიოს ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ, "TST სპორტთან" ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა. ლაშამ კომენტარი "ნაპოლის" ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა.

ხვიჩა კვარაცხელია, ბიჭი, რომელმაც მსოფლიოში შენ შემდეგ სპორტული კუთხით კიდევ უფრო მეტად გააცნო საქართველო?
- ძალიან სწორი კითხვაა. არ მქონია საშუალება, ხვიჩა კვარაცხელიაზე სადმე მესაუბრა და ჩემი შთაბეჭდილება ამ ადამიანის მიმართ დამიფიქსირებინა. სიმართლე გითხრათ, დიდი ნაცნობობა არ გვაკავშირებს, მხოლოდ ინტერნეტსივრცეში, მისალოცი ეს-ემ-ესებით, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, პირადადაც გავიცნო. ბევრს არ ვიტყვი,
პირველ რიგში, ძალიან კარგი ადამიანია, თავმდაბალია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სპორტსმენისთვის. როდესაც ამდენი წარმატების შემდეგ ადამიანი არ იცვლება და კეთილშობილების მაგალითია, იმ ადამიანის ყველაფერი გამიხარდება, არა მარტო მე, ძალიან ბევრ ადამიანს. ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ არ უთქვამს თავისი სათქმელი. მას უფრო მეტი შეუძლია და ეს ბიჭი უფრო მეტს იტყვის.

ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთის გულშემატკივრობით გამოვირჩეოდი, საქართველოში ყველა სპორტს და სპორტსმენს ვგულშემატკივრობ, მაგრამ მინდა ვთქვა და იცოდეს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ დამაწყებინა ფეხბურთის ყურება. არასდროს არ მქონდა თავიდან ბოლომდე ის 90 წუთი და + დამატებითი დრო ნანახი. არასდროს არ მიგულშემატკივრია საქართველოს ნაკრების გარდა სხვა გუნდისთვის, მაგრამ როდესაც "ნაპოლის" თამაშია, ჩავრთავთ სამეგობრო და ვუყურებთ.

მინდა წარმატებები ვუსურვო, ახალგაზრდა სპორტსმენია, ძალიან წარმატებულია და წინ უფრო მეტი წარმატება ელის. ის თავისი შრომით, თავმდაბლობით და კარგი ადამიანობით ძალიან ბევრს მიაღწევს. დარწმუნებული იყოს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაახარებს.

ის მომენტი, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა, ძალიან კარგად მახსოვს. „ხვიჩამ, ნახე, რა მაგრად ითამაშა“ - უხარიათ ადამიანებს. უხარიათ ადამიანებს ჩვენი წარმატებები და სპორტი არის ის რაღაც, რაც ამ ჩვენს მოსახლეობას ახარებს და მინდა, რომ ხვიჩასაც და თითოეულ სპორტსმენს ბევრი წარმატება ვუსურვო. მჯერა, რომ საქართველოში ის მომენტი დგას, სადაც ძალიან ბევრი სპორტსმენი გაიზრდება და თავის სათქმელს იტყვის", - განაცხადა ტალახაძემ.

TST სპორტი

altლაშა ტალახაძე მეშვიდედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი

alt ტრიუმფი ერევანში - ლაშა ტალახაძე მეშვიდედ გახდა ევროპის ჩემპიონი [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 21 /
ლაშა არის ძალოსნობის პელე, მარადონა და მესი!
ღმერთმა ქნას, ხვიჩამაც ამ დონემდე მიაღწიოს!
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
27 ნოემბერი 2023 17:41
4
ორივენი საქართველოს ღირსეული შვილები ხართ. თქვენნაირები უმრავლოს სამშობლოს და ხალხს!
გია_544
27 ნოემბერი 2023 17:37
3
დღევანდელი საქართველოს ორი უძლიერესი სპორტსმენი და კარგი ადამიანები. წარმატებები ორივეს.
რიმა
27 ნოემბერი 2023 18:54
3
ლაშა,უმძლავრესი სპორტსმენი და უმაგრესი ადამიანი ხარ.უფალმა უმრავლოს ჩვენ მამულს შენი და ხვიჩას დარი ახალგაზრდები!!!
დრანდელი
27 ნოემბერი 2023 21:56
4
კარგი ქართველი ხარ ლაშა გული მითბება ამდენი გაუტანლობის გარემოში ასეთი კარგი ქართველები რომ არსებობთ უფალი გფარავდეთ შენ ხვიჩას და ყველა ქართველს ვისაც სამშობლოსათვის უცემს გული.
კახა
28 ნოემბერი 2023 00:24
3
მსოფლიოში ხვიჩა, რა თქმა უნდა, ლაშაზე ბევრად უფრო პოპულარულია. ეს იმიტომ, რომ ფეხბურთია უკონკურენტოდ პოპულარული. ვისურვებდი, რომ ხვიჩა გახდეს ფეხბურთში ისეთივე მეფე, როგორიც თავის სახეობაში ლაშაა!!!
ქომაგი
27 ნოემბერი 2023 21:02
6
დღევანდელი საქართველოს ორი უძლიერესი სპორტსმენი და კარგი ადამიანები. წარმატებები ორივეს.
რიმა
27 ნოემბერი 2023 18:51
3
ორივე ძალიან მიყვარს!რა თქმა უნდა,სპორტიდან და იქ მოპოვებული წარმატებებით მივაქციე ყურადღება,მაგრამ თავი,პირველ რიგში თავისი ადამიანური თვისებებით შემაყვარეს.სულ გამარჯვებებს და სიკეთეს ვუსურვებ,ორივეს.
სოსო
27 ნოემბერი 2023 21:02
4
ლაშა ტალახაძე დიდი ჩემპიონი საქართველოს სული დიდება და სიამაყეა მაგრამ სპორტის ჰაიპიდან და მაშტაბებიდან გამომდინარ კვარას და ტალახაძეს ქვეყნის ცნობადობის გაზრდის პროპორცია იგივეა რო შეადარო ინგლისური როკი სამყაროში პოპულარული ჯგუფმა ლედზეპელინმა უფრო გახადა თუ ჯეთრო სტალმა.
Charley
27 ნოემბერი 2023 19:06
8
რა თქმა უნდა ტალახაძე ერთერთი ყველაზე დიდი და ცნობილი სპორტსმენია არამარტო ქართულ არამედ მსოფლიო სპორტის ისტორიაში, უბრალოდ ჩემ თვალში ფასი დაკარგა მას შემდეგ რაც ქართველი ახალგაზრდების და არა მარტო ახალგაზრდების ამომგდებ და დამღუპველ სათამაშო ბიზნესს დაუდგა გვერდით და ლამის იტირა ეს რა შეზღუდვები დაუწესეთ ასე როგორ შეიძლებაო, იმავეს ვიტყვი საგინაშვილზეც, გასაგებია რეკლამა ფული იშოვეს იქ მაგრამ როგორ შეიძლება დაუდგე ორგანიზაციას გვერდით როცა თვითონაც კარგად ესმით რაზეა დაფუძნებული ეს ყველაფერი,რამდენ დაკარგულ სიცოცხლეზე და დანგრეულ ოჯახზე,ასე რო შტანგის აწევაა თუ ხელის გადაწევა ამაში დიდობა აპრიორი დიდ კაცობას და ადამიანობას არ ნიშნავს,ბოდიში აქვთ მოსახდელი იმ ხალხთან რომლებსაც ამ სათამაშო ბიზნესმა აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა
ალიკა
28 ნოემბერი 2023 14:59
0
ალიკ, იქნებ ვექტორი მთავრობისკენ შეგებრუნებია
კოკო
29 ნოემბერი 2023 06:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული