იაპონელი ბეისბოლის მოთამაშეი შოჰეი ოტანი მსოფლიო სპორტის ისტორიაში შევიდა. 29 წლის სპორტსმენმა, გუშინ "დოჯერსთან" 10 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ანაზღაურების სახით კი 743 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც აშშ-ს გუნდური სპორტის სახეობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ხელშეკრულებაა.
საინტერესოა, რომ მანამდე რეკორდი ოტანის ყოფილ თანაგუნდელს მაიკ ტრაუტს (426.5 მილიონი) ეკუთვნოდა.
შოჰეი იაპონიაში დაიბადა, სადაც პროფესიონალური კარიერა დაიწყო და საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატში ხუთი სეზონი განმავლობაში ითამაშა.
მომზადებულია Forbes-ის მიხედვით