ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს. 2023-2024 წლების სეზონზე, ეტაპები
ბაკურიანში მოგულსა და სკი კროსის, ხოლო გუდაურში - სნოუბორდ კროსის
დისციპლინებში ჩატარდება.
საქართველოს სათხილამურო ფედერაცია და მისი გენერალური სპონსორი "სილქნეტი"
საქართველოს ნაკრების, ცალკეული სპორტსმენის მომზადებაზე ზრუნავენ და სეზონის დაწყებამდე უცხოეთში წვრთნას უზრუნველყოფენ.
„სკი კროსის“ ნაკრების ვარჯიშები შვეიცარიის ცნობილ კურორტ Saas-Fee-ში მიმდინარეობდა. ბექა ბერძენიშვილს, დავით თედიაშვილსა და ლაშა კურტანიძეს ზამთრის სეზონისთვის ვატო კოპაძე წვრთნის.
საქართველოს იუნიორთა ნაკრების წევრები ლევან ნაზღაიძე და იასონ ვეზდენი, მწვრთნელთან, ალექს
ფრისკიერი ბუთა ელოშვილი, რევაზ ბურდული და სნოუბორდ ფრისტაილერი ჯაბა სხვედიანი, ნიკოლოზ გაბულდანი შტუბაიში იმყოფებიან.
ზამთრის სეზონი ქართველი სპორტსმენებისთვის სულ უფრო მეტად დატვირთული ხდება. ბაკურიანში, 2023 მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარების შემდეგ,
საქართველოსადმი ინტერესი გაიზარდა. გარდა ამისა, მოკლე დროში, მთავრობის და სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით, კერძო ბიზნესების მხარდაჭერით,
სხვადასხვა კურორტზე ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რომლებიც ზამთრის სახეობისადმი ჩართულობას ზრდის ახალ თაობაში. ნაკრები შეივსო
ახალგაზრდა სპორტსმენებით, შეიქმნა იუნიორთა გუნდი.
ათეულ წელზე მეტია, "სილქნეტი" საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია. მხარს უჭერს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ტურნირს, ხელს უწყობს სპორტსმენების მომზადებას
საერთაშორისო შეჯიბრებისთვის. ამ მხარდაჭერამ, საქართველოს სათხილამურო ფედერაციას გაუხსნა გზა საერთაშორისო ასპარეზზე, რის შედეგადაც ქვეყანა ლოგიკურად მივიდა მსოფლიო ჩემპიონატამდე.
საქართველომ FIS-ის კალენდარში შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ნორვეგიის, აშშ-ის, კანადის და სხვა წამყვანი სათხილამურო ქვეყნების გვერდით დაიკავა ადგილი.
2023-2024 წლების ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები ბაკურიანში – მოგულსა და სქი კროსის, ხოლო გუდაურში სნოუბორდ ქროსის დისციპლინებში ჩატარდება.
საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ ხელი მოაწერა საერთაშორისო სათხილამურო
ფედერაციასთან (FIS) მემორანდუმს, რომლის მიზანია, საქართველოში, კერძოდ, სვანეთში, ოთხსეზონიანი სასწავლო/საწვრთნელი ბაზების შექმნა.
R