"მისი სურათები ყველა სპორტული დარბაზიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, “კვახი" - თამარ ივერი ცნობილ ქართველ ფეხბურთელზე

AutoSharing Option
ქართველმა სოპრანომ, თამარ ივერმა, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მსახიობის, თამარ კოტრიკაძისა და მისი ქმრის, „დინამოს“ ყოფილი მეკარის, დავით გოგიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

"მაინტერესებს, ათწლეულებია გვესმის და რატომ ვერიდებით აღიარებას, რომ ეს საოცარი გოგო, ხათუნა კოტრიკაძე, მისი მოძალადე, მანიაკი ქმრის მსხვერპლი იყო? საზოგადოება ამაზე დუმს და სიმართლეს თვალს არ უსწორებს!!

ეს დავით გოგია (სრულებით არ მაინტერესებს მისი არც დიდი მეკარეობა და არაფერი. ჩემთვის ის ერთი არარაობაა! ჯერ ადამიანი უნდა იყო), როგორც სტატიებიდან და ხათუნას ცხოვრებიდან ვხვდებით, ის არის ერთი
სულიერად ავადმყოფი, ,შინაგანად გაბოროტებული, ლუზერი პიროვნება! ეჭვიანი ,ცოლზე მოძალადე და მისი მორალური მკვლელი!! დიახ, ცოლის მორალური მკვლელი! ასეთებს საზოგადოებამ მისი ადგილი უნდა მიუჩინოს და მისი სახელი დაარქვას და არა მის მატჩებს ეთაყვანოს!! შემირცხვენია მისი კარიერაც და თამაშიც!! ანგელოზივით ცოლს ჟანგბადი გადაუკეტა, დღის სინათლეე მოუსპო, ყველას ჩამოაშორა და მხოლოდ ფერმაში ძროხებთან მიუჩინა ადგილი და თან მთელი ცხოვრება აიძულებდა, რომ ასეთი ფერმერული ცხოვრების სტილი მისივე სურვილად გაესაღებინა, რომ თავად მას სურდა ასეთი ყოფა!! კლასიკური მაზოხისტის სტილი!! საბრალო ქალბატონის პანაშვიდები და დაკრძალვაც კი არ იყო საჯაროდ გამოცხადებული, რომ მისთვის პატივი მიგვეგო უკანასკნელ გზაზე! ძროხების წველის გარდა რამდენ რამეს გააკეთებდა ეს უნიჭიერესი ქალბატონი ნებისმიერ სფეროში? პრაქტიკულად, გაწირა ქალი მთელი ცხოვრება “იატაქვეშა” ცხოვრებისთვის (ღმერთო, მაპატიე, უნებურად ის ავსტრიელი მანიაკი მახსენდება, წლები სარდაფში რომ ჰყავდა შვილი დამწყვდეული).

ასე რომ, ,ეს ადამიანი, რომელმაც ასე დააჭკნო, მიჩქმალა, კარიერული გზა გადაუკეტა და გააუბედურა ეს ულამაზესი გოგო, არის ყოვლად შეუმდგარი მანიაკი-მოძალადე და მისი სურათები, სახელი და ა.შ. ყველაფერი…სპორტული დარბაზებიდან და აფიშებიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას და საზოგადოებამ ზურგის შექცევით უნდა აგრძნობინოს ის დანაშაული, რაც მან ჩაიდინა ამ ვარსკვლავივით გოგოს და უნიჭიერესი ადამიანის წინაშე!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, "კვახი"! ჯერ ოჯახში იყავი კაცი ცოლის მიმართ და მერე აგორავე ბურთი!!

(ბოდიშს ვიხდი ასეთი მძაფრი ემოციებისთვის, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევძლებდი ამ ქალბატონის თავს დატრიალებული უსამართლობის აღწერას", – წერს ივერი.
მკითხველის კომენტარები / 137 /
ყოჩაღ თამარ. ბევრი ვერ ბედავს სიმართლის თქმას.
გური
21 თებერვალი 2024 17:20
19
რატომ ვერ ბედავენ, გოგია პუტინია?!...
დდდ
21 თებერვალი 2024 20:59
5
მაგის თქმა და დახმარება თუ გინდოდათ სანამ ცოცხალი იყო მაშინ გეთქვათ და გავიგებდით ქალბატონი ხათუნას პასუხსაც. ეხლა მაგაზე ლაპარაკი უკვე სერიოზულ დანაშაულში მხილებას ან სულ ცოტა სასამართლოს განხილვის თემაა.
ს. დიღმელი ნოდარა.
21 თებერვალი 2024 14:02
15
წავიკითხე 2003 წელს ხათუნას კოტრიკაძის დედასთან - ნანული ნიშნიანიძესთან - ინტერვიუ. ამიტომ უპირველესყოვლისა თამარ ივერს და შემდეგ დანარჩენებს მოგმართავთ გულისყურით წაიკითხოთ ეს ინტერვიუ, სანამ ბრალდებებზე ისაუბრებთ. აქ მოკლედ ვიტყვი: 1) დედა ეუბნებოდა არ გათხოვილიყო 17 წლის ასაკში, მაგრამ გათხოვდა; 2) ეუბნებოდნენ ჩაებარებინა სამედიცინოზე, მაგრამ ძროხების მოვლა თავად აირჩია; 3) შუადღემდე არ იღვიძებდა და ერთი ცხვირსახოციც არ ჰქონდა გარეცხილიო - ამბობს ქალბატონი ნანული და ხათუნა ცოლად გაჰყვა მასზე 9 წლით უფროსს, უკვე წარმატებულ, შესაბამისად ფულიან, სპორტსმენს. ხომ არაფერი გენიშნათ? 4) უმთავრესი. ხათუნას მამა - სერგო კოტრიკაძე - კიდევ უფრო წარმატებული და ტიტულოვანი მეკარე იყო, ვიდრე დავით გოგია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ თუ რამდენად უყვართ საქართველოში მამებს გოგოები, ამიტომ ხათუნას მიერ ერთი დაწუწუნება საკმარისი იქნებოდა, რომ სერგო კოტრიკაძეს სახლში დაებრუნებინა საყვარელი ქალიშვილი. ქალბატონო თამარ ნათქვამია: „სხვა სხვის ომში ბრძენიაო“.
პაატა
21 თებერვალი 2024 19:02
18
დედამისი იმასაც ამბობდა რომ ბევრჯერ უნდოდა გაშორება და მე არ მივეცი ნებაო, საშინელი ეჭვიანიაო -- ხო უტვინო 17 წლის გოგო გაასულელა და მერე ავადმყოფმა ჩაკეტა სახლში - დეპრესიას ებრძოდა და ძროხებზე იმიტომ გადაერთო საწყალი - და ბოლოს კარგად ჩანს სიყვარულმა კი არ დატოვა ქმართან არამედ მოვალეობამ შვილების გამო მითუმეტეს იმ გაჭირვებილ ოთხმოცდაათიანებში ალბათ დამოუკიდებლად შვილებით ცხოვრება გაჭირდებოდა
NN
21 თებერვალი 2024 23:40
3
სერგო კოტრიკაძე ბიძა იყო,და არა მამა.ჯერ გაიგე და მერე დაწერე
თემო
22 თებერვალი 2024 14:33
0
გოგიას ოჯახში რა ხდებოდა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ თურმე ძროხის წველა ლამაზი ქალისთვის რომ არ შეიძლება ეგ არ ვიცოდი. ჰოდა ივერი ხარ თუ ვინც ხარ,არ ვიცი, მაგრამ იცოდე რომ ოჯახის მოვლა ქალისთვის მშვენიერი საქმეა.
ირმა
21 თებერვალი 2024 18:00
40
მოკეტეთ ყველამ ის ანგელოზი მარტო ქმრის საკუთრება არ იყო ის ჩვენც გვეკუთვნოდა და იცოდა იმ ნაგავმა თავიდანვე. რა გამართლება აქვს?!
ქართველი
21 თებერვალი 2024 16:13
18
Წავიკითხე ხათუნას დედის ინტერვიუ. Ამოუვიდა ქალს ყელში ამდენი დუმილი, ყველაფრის მოთმენა და ამოხეთქა. Თუ ტყუილი იყო პირადად ქალბატონ ხათუნას და მის ოჯახს უნდა გაეპროტესტებინა. Ისინი დუმდნენ და ახლაც არ აკეთებენ კომენტარებს. Ინტერვიუში წერია, რომ ქმარი მოკვლით ემუქრებოდა. Მას კი წინააღმდეგობის გაწევის თავი არ ჰქონდა. Სამწუხაროა. Სხვისი ჭირი ღობის ჩხირიო, რა ჩვენი საქმეაო... და მოძალადე ქმარმა ცოცხლად გააქრო ასეთი მშვენიერი ქალი.
Თამარი
21 თებერვალი 2024 15:32
17
სადღაც სწორია ეს ქალბატონი
გიო
21 თებერვალი 2024 12:21
18
ეს არის უბოროტესი ქალი! დაუგრძელებია გრძელი ენა და ვეღარც აჩერებს!
///
21 თებერვალი 2024 12:40
44
როგორც ეტყობა ხათუნას კარიერაზე მეტად ქმარი უყვარდა და პატივს სცემდა, თორემ ციხეში ხომ არ იყო, გეყრებოდა და ამით მორჩებოდა, თუმცა ალბათ ამ თამარისთვის (ივერის დაძახება უხერხულად მეჩვენება) კარიერა სიყვარულზე და ყველაფერზე წინ დგას. სურათები ჩამოხსნა კი არა მათი ერთობლივი სურათი სიყვარულისა და ოჯახის მუზეუმებშიც უნდა დაკიდოთ!
ავთო
22 თებერვალი 2024 11:27
33
კი ქმარი უყვარდა, ბოსელი და ძროხები... და კიდევ სახლიდან გასვლის უფლება რომ არ ქონდა, საკუთარ დედასთან ერთად კინოში წასვლის უფლებაც კი, ამაზე საერთოდ ვიჟდებოდა ალბათ სიხარულით. გაყროდა კი უნდა გაყროდა მაგრამ ძალიან ძნელია როდესაც საკუთარი დედაც არ გიდგას მხარში და ოჯახი არ დაანგრიო გიკიჭინებენ ...
ნეტა არ ახურებდე
22 თებერვალი 2024 20:32
1
მართალია, დაუნგრია ცხოვრება ესეთი გოგო ფაქტიურად მონობაში აცხოვრა
giorgi
21 თებერვალი 2024 21:07
16
როდემდე უნდა იცხოვრონ ადამიანებმა სხვისი ცხოვრებით?! ამ ქალბატონს ოჯახი ჰყავს,მომავალი, არ
მგონია ეს ყველაფერი მათ მოსწონდეთ,ისეთ კომენტარებს ვკითხულობ,თითქოს ამ ოჯახში რა ხდებოდა ყველამ დაწვრილებით იცოდეს, თუ ამდენი იცოდით თქვე კაი ხალხო, აქამდე სად იყავით?! საკუთარი ვერ დაულაგებია ხალხს და სხვის ცხოვრებას განიხილავენ... მაგიტომაც ვართ იქ სადაც ვართ.
საქართველო
22 თებერვალი 2024 07:12
6

სიახლეები პოპულარული