"მისი სურათები ყველა სპორტული დარბაზიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, “კვახი" - თამარ ივერი ცნობილ ქართველ ფეხბურთელზე

AutoSharing Option
ქართველმა სოპრანომ, თამარ ივერმა, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მსახიობის, თამარ კოტრიკაძისა და მისი ქმრის, „დინამოს“ ყოფილი მეკარის, დავით გოგიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

"მაინტერესებს, ათწლეულებია გვესმის და რატომ ვერიდებით აღიარებას, რომ ეს საოცარი გოგო, ხათუნა კოტრიკაძე, მისი მოძალადე, მანიაკი ქმრის მსხვერპლი იყო? საზოგადოება ამაზე დუმს და სიმართლეს თვალს არ უსწორებს!!

ეს დავით გოგია (სრულებით არ მაინტერესებს მისი არც დიდი მეკარეობა და არაფერი. ჩემთვის ის ერთი არარაობაა! ჯერ ადამიანი უნდა იყო), როგორც სტატიებიდან და ხათუნას ცხოვრებიდან ვხვდებით, ის არის ერთი
სულიერად ავადმყოფი, ,შინაგანად გაბოროტებული, ლუზერი პიროვნება! ეჭვიანი ,ცოლზე მოძალადე და მისი მორალური მკვლელი!! დიახ, ცოლის მორალური მკვლელი! ასეთებს საზოგადოებამ მისი ადგილი უნდა მიუჩინოს და მისი სახელი დაარქვას და არა მის მატჩებს ეთაყვანოს!! შემირცხვენია მისი კარიერაც და თამაშიც!! ანგელოზივით ცოლს ჟანგბადი გადაუკეტა, დღის სინათლეე მოუსპო, ყველას ჩამოაშორა და მხოლოდ ფერმაში ძროხებთან მიუჩინა ადგილი და თან მთელი ცხოვრება აიძულებდა, რომ ასეთი ფერმერული ცხოვრების სტილი მისივე სურვილად გაესაღებინა, რომ თავად მას სურდა ასეთი ყოფა!! კლასიკური მაზოხისტის სტილი!! საბრალო ქალბატონის პანაშვიდები და დაკრძალვაც კი არ იყო საჯაროდ გამოცხადებული, რომ მისთვის პატივი მიგვეგო უკანასკნელ გზაზე! ძროხების წველის გარდა რამდენ რამეს გააკეთებდა ეს უნიჭიერესი ქალბატონი ნებისმიერ სფეროში? პრაქტიკულად, გაწირა ქალი მთელი ცხოვრება “იატაქვეშა” ცხოვრებისთვის (ღმერთო, მაპატიე, უნებურად ის ავსტრიელი მანიაკი მახსენდება, წლები სარდაფში რომ ჰყავდა შვილი დამწყვდეული).

ასე რომ, ,ეს ადამიანი, რომელმაც ასე დააჭკნო, მიჩქმალა, კარიერული გზა გადაუკეტა და გააუბედურა ეს ულამაზესი გოგო, არის ყოვლად შეუმდგარი მანიაკი-მოძალადე და მისი სურათები, სახელი და ა.შ. ყველაფერი…სპორტული დარბაზებიდან და აფიშებიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას და საზოგადოებამ ზურგის შექცევით უნდა აგრძნობინოს ის დანაშაული, რაც მან ჩაიდინა ამ ვარსკვლავივით გოგოს და უნიჭიერესი ადამიანის წინაშე!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, "კვახი"! ჯერ ოჯახში იყავი კაცი ცოლის მიმართ და მერე აგორავე ბურთი!!

(ბოდიშს ვიხდი ასეთი მძაფრი ემოციებისთვის, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევძლებდი ამ ქალბატონის თავს დატრიალებული უსამართლობის აღწერას", – წერს ივერი.
მკითხველის კომენტარები / 137 /
ძროხას ნახევარი საქართველო წველის.უბერავს ეს ქალი
გია
21 თებერვალი 2024 13:25
25
ესეთი კომენატარის ავტორები ბევრი რომ არიან,იმიტო ვართ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაში ბოლო ადგილზე ევროპაში..შე,კაი ადამაინო, მანდ აქცენტი ძროხის წვეელაზე იყო გამახვილებული?
თემო
21 თებერვალი 2024 14:18
3
გავიგე შინაარსი.მაგრამ გოგია ვერ შეაგდებდა ძროხის ქვეშ საწველად.აირჩია ეგ გზა მაგ ქალბატონმა და მოწონდა ეგეთი ცხოვრება ალბათ
გია
21 თებერვალი 2024 23:17
9
ყველა გამოხმაურება
აი ხო არ არსებობს ისეთი სამსახური სადაც მარტო ქალი იმუშავებს..
ხოდა მე არ მიქმნის კომფორტს რო ჩემს ცოლს ვიღაც ტიპი კოლეგა ყავდეს
-რა ვარ ეჭვიანი,მაგრა ჩემთვის არაკომფორტულია.
ამიტომ ვეცდები მე თვითონ ვიშოვო იმდენი რო ცოლს მუშაობა არ დასჭირდეს.
და თუ მაინც მომთხოვა რო კარიერა და ა.შ. აინტერესებს-მაშინ წავიდეს,იშოვოს ფული და იაროს შოპინგებზე საკუთარი ფულით.
მასეთი ქალი ვინც მაგ არჩევანს გააკეთებს არ მჭირდება გვერდით.
ეს არის ჩემი პირადი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
ვისაც სხვა აზრი აქვს იმასაც პატივს ვცემ
Levani
21 თებერვალი 2024 15:17
30
პოზიცია გასაგებია და მისაღები. ოღონდ ერთი პირობით, წინასწარ უნდა უთხრა საცოლეს, რომ სახლში იქნება გამოკეტილი, შენს გარეშე ვერსად ვერ წავა, (რადგან კაცები ყველგან არიან), ნუ დიდი დიდი პურზე ჩავიდეს მარკეტში... ასეთი ქალიც მოიძებნება აუცილებლად.
ლევანს
21 თებერვალი 2024 15:48
3
ტელევიზორიც არ აყურებინო. იქაც ჩანან კაცები, თან ხშირად წარმატებული, ლამაზი, ძლიერი და მდიდარი კაცები... ხოდა მოერიდე დისკომფორტს...
ჰაჰაჰა
22 თებერვალი 2024 16:06
0
ყველა გამოხმაურება
ყველამ თავის თავს მიხედოს გამოვიდა და ლაყბობს
giga
21 თებერვალი 2024 13:21
24
მართლა რამ გაგაბოროტა ასე, ასეთი სიტყვებით რომ მოიხსენიებ დავით გოგიას, ხათუნამ შენ გითხრა საიდუმლოდ, რომ უბედური იყო მასთან?!
ზურა
22 თებერვალი 2024 07:24
13
სილამაზე ღვთიური საჩუქარია , უფლის ნაბოძარი ,არა მარტო ქალის, მამაკაცისთვისაც, ძნელია როცა ყველა შემოგნატრის, თავშეკავებიდან ცთუნებიდან ერთი ნაბიჯია,განსაცდელიც იქვეა ჩასაფრებული,"ლამაზი ქალი მაინც სხვისია , რა გინდ ნამუსი ჰქონდეს ანკარა,მისკენ ოცნებით ვარდებს ისვრიან და ჟრუანტელის დგება თაკარა" განსაცდელია ლამაზის ქმრობა და ცოლობაც მხოლოდ სულიერად მაღალ და მტკიცე ზნეობის ადამიანებს შეუძლიათ ღირსეულად ატარონ ის ჯილდო რაც უფალმა მათ მოჰმადლა.
ბაბაია
21 თებერვალი 2024 16:51
12
ასე საუბრობთ რომელ ქვეყანაში? სადაც დოდო ჭიჭინაძე, მედეა ჯაფარიძე, ლია ელიავა და ა.შ. მსახიობები გვყავდა და რომელი გამხდარა სხვისი? ქალს თუ არ უნდა აბსოლუტურად ვერავინ ვერაფერს აიძულებს. მომღერლებიც შეგვიძლია დავასახელოთ და რამდენი ცნობილი ქალბატონი რომლებმაც საკუთარი ნიჭიერების რეალიზება მაქსიმალურად შეძლეს. ტალიბები ხომ არ ხართ? დავხუროთ მაშინ "საპარიკმახეროებიდან" დაწყებული უმაღლესი სასწავლებლებით დამთავრებული ქალებისთვის ყველაფერი.
Mari*
21 თებერვალი 2024 17:24
14
ვაიმე ივერიელის ქალს, თურმე ძროხა არ უყვარს და მისი რძის სუნი! დავიჯეროთ თამრიკუნა: ყველს, ხაჭოს, მაწონს და ასე შემდეგ, რაც ძროხის რძისგან მზადდება არ მიირთმევ? მიირთმევ და თანაც როგორ?
ლიკა
21 თებერვალი 2024 15:29
23
ლიკა შენ ისეთ პროდუქტებს მიაწექი ცოტა ტვინს,რომ უხდებოდეს,წაკითხულიდან აზრის გამოტანაში დაგეხმარება,მაინც ეცადე და რამოდენიმეჯერ წაიკითხე და იქნებ მიხვდე,რომ აქ ლაპარაკი ძალდატანებით "არჩეულ" ფერმერულ ცხოვრებაზეა (მიაქციე ყურადღება სიტყვა ძალდატანებას).
ლიკას
21 თებერვალი 2024 16:11
7
ჩემი კომენტარის ადრესატი არის თამარ ივერიელი, რომელსაც თურმე სინამდვილეში მოუწველია ძროხა და იმის მერე თურმე, ხელებიდან რძის სუნს ვერ იცლის, რადგანაც "შეიზიზღა ძროხაც და ძროხის რძეც". შენ კი კარგად გადაგეკითხა ჩემი კომენტარის შინაარსი და დასკვნასაც გამოიტანდი! ისე შენც არ "გაწყენდდა" ის რძის პროდუქტები, რადგანაც ტვინს და გონებას ძალიან უხდება! ლიკა.
ლიკას-ს
21 თებერვალი 2024 18:01
6
უკაცრავად ქალბატონო თამარ მაგრამ კვახი ეტყობა არ გიყვართ, თუ არა და რატომ მოიხსენიებთ ასე აგდებულად? სურათების ჩამოხსნაზე როცა ლაპარაკობთ ვის გულისხმობთ დათო გოგიას, თუ ლენინსა და სტალინს? სად ნახეთ დათო გოგიას სურათები? რომელ სპორტულ დარბაზში? ეტყობა თქვენ "ხელოვნური ინტელექტი" გაქვთ გადაყლაპული და იმან თქვა ეს სისულელე?
ვაჟა მასწავლებელი
23 თებერვალი 2024 15:59
8
ქალს რაღაც არ უნდოდეს და ვინმე რამეს აიძულებდეს? პირველად მესმის.
ლუარსაბი
22 თებერვალი 2024 09:24
24
სახლში თუ ყავდა გამოკეტილი მაშინ ბიოლოგიური როგორ დაამთავრა?
???
22 თებერვალი 2024 01:59
15
ასეთი ქაჯების შეფასებაში საზოგადოება ორ ბანაკად არის გაყოფილი.
უტვინო მამაკაცი მაგის ფოტოს უყურებს და ფიქრობს: "ვა, რა ლამაზია!"
ჭკვიანი ადამიანის რეაქცია ასეთია:"ეს ქაჯი არის გენეტიკური ხარახურა!"
ქ. გ.
21 თებერვალი 2024 16:30
23

სიახლეები პოპულარული