"მისი სურათები ყველა სპორტული დარბაზიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, “კვახი" - თამარ ივერი ცნობილ ქართველ ფეხბურთელზე

AutoSharing Option
ქართველმა სოპრანომ, თამარ ივერმა, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მსახიობის, თამარ კოტრიკაძისა და მისი ქმრის, „დინამოს“ ყოფილი მეკარის, დავით გოგიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

"მაინტერესებს, ათწლეულებია გვესმის და რატომ ვერიდებით აღიარებას, რომ ეს საოცარი გოგო, ხათუნა კოტრიკაძე, მისი მოძალადე, მანიაკი ქმრის მსხვერპლი იყო? საზოგადოება ამაზე დუმს და სიმართლეს თვალს არ უსწორებს!!

ეს დავით გოგია (სრულებით არ მაინტერესებს მისი არც დიდი მეკარეობა და არაფერი. ჩემთვის ის ერთი არარაობაა! ჯერ ადამიანი უნდა იყო), როგორც სტატიებიდან და ხათუნას ცხოვრებიდან ვხვდებით, ის არის ერთი
სულიერად ავადმყოფი, ,შინაგანად გაბოროტებული, ლუზერი პიროვნება! ეჭვიანი ,ცოლზე მოძალადე და მისი მორალური მკვლელი!! დიახ, ცოლის მორალური მკვლელი! ასეთებს საზოგადოებამ მისი ადგილი უნდა მიუჩინოს და მისი სახელი დაარქვას და არა მის მატჩებს ეთაყვანოს!! შემირცხვენია მისი კარიერაც და თამაშიც!! ანგელოზივით ცოლს ჟანგბადი გადაუკეტა, დღის სინათლეე მოუსპო, ყველას ჩამოაშორა და მხოლოდ ფერმაში ძროხებთან მიუჩინა ადგილი და თან მთელი ცხოვრება აიძულებდა, რომ ასეთი ფერმერული ცხოვრების სტილი მისივე სურვილად გაესაღებინა, რომ თავად მას სურდა ასეთი ყოფა!! კლასიკური მაზოხისტის სტილი!! საბრალო ქალბატონის პანაშვიდები და დაკრძალვაც კი არ იყო საჯაროდ გამოცხადებული, რომ მისთვის პატივი მიგვეგო უკანასკნელ გზაზე! ძროხების წველის გარდა რამდენ რამეს გააკეთებდა ეს უნიჭიერესი ქალბატონი ნებისმიერ სფეროში? პრაქტიკულად, გაწირა ქალი მთელი ცხოვრება “იატაქვეშა” ცხოვრებისთვის (ღმერთო, მაპატიე, უნებურად ის ავსტრიელი მანიაკი მახსენდება, წლები სარდაფში რომ ჰყავდა შვილი დამწყვდეული).

ასე რომ, ,ეს ადამიანი, რომელმაც ასე დააჭკნო, მიჩქმალა, კარიერული გზა გადაუკეტა და გააუბედურა ეს ულამაზესი გოგო, არის ყოვლად შეუმდგარი მანიაკი-მოძალადე და მისი სურათები, სახელი და ა.შ. ყველაფერი…სპორტული დარბაზებიდან და აფიშებიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას და საზოგადოებამ ზურგის შექცევით უნდა აგრძნობინოს ის დანაშაული, რაც მან ჩაიდინა ამ ვარსკვლავივით გოგოს და უნიჭიერესი ადამიანის წინაშე!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, "კვახი"! ჯერ ოჯახში იყავი კაცი ცოლის მიმართ და მერე აგორავე ბურთი!!

(ბოდიშს ვიხდი ასეთი მძაფრი ემოციებისთვის, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევძლებდი ამ ქალბატონის თავს დატრიალებული უსამართლობის აღწერას", – წერს ივერი.
მკითხველის კომენტარები / 137 /
ეს ქალი (თათარ გიჟერი) არ არის ნორმალური. არც ერთ კაცთან არ ექნება მას ბედნიერი ურთიერთობა.
ბავშვებო! ასეთ ქაჯებს რომ დაინახავთ, შორს გაიქეცით.
არ დაბლოკოთ. ამ რჩევამ ერთი ბიჭი მაინც რომ გადაარჩინოს, უკვე ღირს ამის გამოქვეყნება.
ქ. გ.
21 თებერვალი 2024 15:13
29
ისეთები დაწერა თხამარ გიჟერმა,რომ უჩივლონ გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა, აუცილებლად წააგებს სასამართლოს
თაკო
22 თებერვალი 2024 06:15
11
სხვისი ოჯახის განკიᲗხვას მოეᲨვი,არ იცი რა როგორ იყო,რატომ გგონიაᲗ,რომ ყველას უხარია ცნობადობა,კიდევ რას დააბრალებᲗ მიწებს ახნევინებდა და რამდენ სისულელეს,ცხვირს ნუ ჰყოფ იქ სადაც არავინ გეპატიᲟება,კი ბატონო Თქვენს პროფესიაᲨი წარმატებული ხარᲗ,მაგრამ ეს იმას არ ნიᲨნავს,რომ ცხოვრება გვასწავლო და ადამიანი ლანᲫᲦო,ვინ ხარ საერᲗოდ,აფიᲨებიდან ვინ უნდა Ჩამოიხსნას და ვინ არა,კიდევ კარგი ციხეᲨი Ჩაჯენა,რომ არ მოიᲗხოვა,წადი ბატონო და იმᲦერე რამდენიც გაგეხარება,დავიᲗ გოგია ᲗვიᲗონაც არ Ჩანდა არსად,ასე მოინდომეს ცხოვრება,Ჩვეულებრივი Ჭორიკანა ხარ ქალბატონო Თამარ.
გოᲩა
21 თებერვალი 2024 12:44
29
წაკითხულის გააზრებაში სერიოზული პრობლეა გვაქვს.
მამუკა
21 თებერვალი 2024 18:21
8
რატომღაც მგონია, რომ თამარ ივერი სიმართლეს ამბობს.
გიორგი.
23 თებერვალი 2024 20:55
6
აქ ამბის საყოველთა განხილვაზეა საუბარი და არა ახლობლის მიერ ქალის დაცვაზე. ეს საუბრები და კომენტარები, უკვე მიუთითებს იმაზე, რომ მიცვალებულის სახელი უკვე შებღალა ამ ფემინისტ-ლიბერასტმა თამარ ივერმა.
კითხვა მაქვს ადმინთან:
რა საჭიროა სპორტულ საიტზე ფეხბურთთან მხოლოდ არაპირდაპირ დაკავშირებული მტკივნეული საკითხების გამოტანა?
ასეთი საკითხებისთვის ხომ უამრავი სივრცეა თანამედროვე საინფორმაციო ველზე.
სტალინი
24 თებერვალი 2024 15:18
9
აქ ამბის საყოველთაო განხილვის საგნად გამოტანაზეა საუბარი ვიღაცის მიერ და არა ახლობლის ჩარევაზე.
ეს ფართო განხილვა და კომენტარები უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ცხონებული მიცვალებულის სახელი უკვე შებღალა იმ ფემინისტ-ლიბერასტმა თამარ-ივერმა
სტალინი
24 თებერვალი 2024 15:11
6
გაუგებარია რატომ არ იღებენ ხმას გოგიას ყოფილი თანაგუბდელი ვეტერანი ფეხბურთელები, დათოზე ასეთი სიმახინჯე შეფასებები? ეს ხომ სისულელეა. ამოიღეთ ხმა ხალხო რას ერიდებით.
ნიკა
23 თებერვალი 2024 10:15
5
საგაზეთო სტატიებით ადამიანზე დასკვნებს ნუ გამოიტანთ! თამარ ივერმა სჯობს თავი შეიკავოს სხვის ოჯახზე აგრესიული მსჯელობისაგან!
დო მაჟორი
26 თებერვალი 2024 20:37
3
ბოლო დროს მომრავლდა თათარშტერის მსგავსი ქაჯეები. ადრე არ იყო ამდენი გიჟი საქართველოში. ან არ ვიცოდით, რომ ბევრი გვყავდა.
ქ. გ.
24 თებერვალი 2024 10:49
2

სიახლეები პოპულარული