"მისი სურათები ყველა სპორტული დარბაზიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, “კვახი" - თამარ ივერი ცნობილ ქართველ ფეხბურთელზე

AutoSharing Option
ქართველმა სოპრანომ, თამარ ივერმა, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მსახიობის, თამარ კოტრიკაძისა და მისი ქმრის, „დინამოს“ ყოფილი მეკარის, დავით გოგიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

"მაინტერესებს, ათწლეულებია გვესმის და რატომ ვერიდებით აღიარებას, რომ ეს საოცარი გოგო, ხათუნა კოტრიკაძე, მისი მოძალადე, მანიაკი ქმრის მსხვერპლი იყო? საზოგადოება ამაზე დუმს და სიმართლეს თვალს არ უსწორებს!!

ეს დავით გოგია (სრულებით არ მაინტერესებს მისი არც დიდი მეკარეობა და არაფერი. ჩემთვის ის ერთი არარაობაა! ჯერ ადამიანი უნდა იყო), როგორც სტატიებიდან და ხათუნას ცხოვრებიდან ვხვდებით, ის არის ერთი
სულიერად ავადმყოფი, ,შინაგანად გაბოროტებული, ლუზერი პიროვნება! ეჭვიანი ,ცოლზე მოძალადე და მისი მორალური მკვლელი!! დიახ, ცოლის მორალური მკვლელი! ასეთებს საზოგადოებამ მისი ადგილი უნდა მიუჩინოს და მისი სახელი დაარქვას და არა მის მატჩებს ეთაყვანოს!! შემირცხვენია მისი კარიერაც და თამაშიც!! ანგელოზივით ცოლს ჟანგბადი გადაუკეტა, დღის სინათლეე მოუსპო, ყველას ჩამოაშორა და მხოლოდ ფერმაში ძროხებთან მიუჩინა ადგილი და თან მთელი ცხოვრება აიძულებდა, რომ ასეთი ფერმერული ცხოვრების სტილი მისივე სურვილად გაესაღებინა, რომ თავად მას სურდა ასეთი ყოფა!! კლასიკური მაზოხისტის სტილი!! საბრალო ქალბატონის პანაშვიდები და დაკრძალვაც კი არ იყო საჯაროდ გამოცხადებული, რომ მისთვის პატივი მიგვეგო უკანასკნელ გზაზე! ძროხების წველის გარდა რამდენ რამეს გააკეთებდა ეს უნიჭიერესი ქალბატონი ნებისმიერ სფეროში? პრაქტიკულად, გაწირა ქალი მთელი ცხოვრება “იატაქვეშა” ცხოვრებისთვის (ღმერთო, მაპატიე, უნებურად ის ავსტრიელი მანიაკი მახსენდება, წლები სარდაფში რომ ჰყავდა შვილი დამწყვდეული).

ასე რომ, ,ეს ადამიანი, რომელმაც ასე დააჭკნო, მიჩქმალა, კარიერული გზა გადაუკეტა და გააუბედურა ეს ულამაზესი გოგო, არის ყოვლად შეუმდგარი მანიაკი-მოძალადე და მისი სურათები, სახელი და ა.შ. ყველაფერი…სპორტული დარბაზებიდან და აფიშებიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას და საზოგადოებამ ზურგის შექცევით უნდა აგრძნობინოს ის დანაშაული, რაც მან ჩაიდინა ამ ვარსკვლავივით გოგოს და უნიჭიერესი ადამიანის წინაშე!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, "კვახი"! ჯერ ოჯახში იყავი კაცი ცოლის მიმართ და მერე აგორავე ბურთი!!

(ბოდიშს ვიხდი ასეთი მძაფრი ემოციებისთვის, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევძლებდი ამ ქალბატონის თავს დატრიალებული უსამართლობის აღწერას", – წერს ივერი.
მკითხველის კომენტარები / 137 /
სიმართლეს ვიტყვი, ხათუნას გაქრობა ყოველთვის მიკვირდა. ამიტომ ვეთანხმები პათოსს.
ოღონდ ეს გამაგებინეთ, როდის აქეთ დაიწყეს სიდედრებმა სიძეებზე კარგის ლაპარაკი? არგუმენტად მოყავთ ხათუნას დედამ 2010 წელს რაღაც თქვა სიძეზე. თან პლიუს, მაშინ ის ქალბატონი იქნებოდა 80 წლის.
ბებიკომ
21 თებერვალი 2024 21:24
6
ეს ქალბატონი(თ. ი.) ისეთ მტკიცებით ფორმებში ამხელს, რომ დ.გოგია შეიძლება პროკუტატურაში დაიბარონ
რა ხდება
21 თებერვალი 2024 17:58
7
ეს უკიდეგანობა არაფერში არ ვარგა მაშინ როცა წარმოდგენაც არ გაქვს სინამდვილეში რა ხდებოდა
ნანა
21 თებერვალი 2024 16:17
21
გამაოგნებელია. ასეთი რამის დაწერა როგორ შეიძლება. ორმოცის გავლას მაინც დაგეცადა. სხვათაშორის ხათუნა, ჩემი თაობის ერთერთი ულამაზესი და სათაყვანებელი გოგონა - ქალბატონი, "დინამოს" მოთამაშის და პირველი 1964 წლის ჩემპიონობისას გუნდის მეორე მწვრთნელის ალიოშა კოტრიკაძის შვილი, ლეგენდა მეკარის სერგო კოტრიკაძის ძმიშვილი იყო. ბატონ სერგოს ვიცნობდი, თავისი წიგნიც მაჩუქა, ნამდვილი ვაჟკაცი იყო. ძნელი დასაჯერებელია, რომ საყვარელი ძმიშვილის ასეთ ბედს შეგუებოდა. ნათელი ხათუნას სულს...
alexandre
22 თებერვალი 2024 10:44
13
თუ იცოდი, რომ ხათუნა იჩაგრებოდა, მის სიცოცხლეში სად იყავი? თუ ვიღაცის ჭორს ხარ აყოლილი ან შენს ფანტაზიას ავითარებ, ასეთი რამ არ უნდა იკადრო მგლოვიარე ოჯახის მიმართ!
"კვახ" ივერს
22 თებერვალი 2024 08:56
13
Თუ ეგეთი ქომაგი იყავი, გარდაცვალებამდე რატომ არ გამოხვედი ამ წინადადებით
ლალი
22 თებერვალი 2024 04:04
18
ვითომ ჭკვიანური რამე დაწერეთ?სრულ სიმართლეს ამბობს და არ მოგწონთ ხო?იცით რამდენი ქალია ასე გაუბედურებული შინაპატიმრობაში?იმდენს ვერ ხვდებით რომ სიცოცხლეში ვერ მოხვიდოდი და ვერ ეტყოდი,მანიაკს ცოლი რა ჩაკეტილი გყავსო?მის ბედნიერებას ასაღებდა ძროხების ფერმაში მის გამომწყვდევას,დაუნგრია გოგოს ცხოვრება
მია
22 თებერვალი 2024 06:01
6
აქამდე სად იყავი
imreli
21 თებერვალი 2024 16:55
11
ეს ივერიელიც გამოგვივიდა, მარია კალასი არა?
თამარ ქალო! თვალებს ნუ გვიბრიალებ!
21 თებერვალი 2024 15:59
26
მოიძიეთ ხათუნას დედის ნაამბობი რას წერს სიძეზე
ეეეხ
21 თებერვალი 2024 20:44
6
ამ ივერსაც ვერაფერი გავუგე ხან ლიბერალებს და ფემინისტკებს ლანძღავს და ამის გამო ჰომოფობს ეძახიან და კონცერტებს უუქმებენ ევროპაში და ხან კი თვითონ ხდება გიჟი ფემინისტკა და რაღაცა ზღაპრებს იგონებს "ქართველი კაცების ველურობაზე და დესპოტიზმზე"
zura222
21 თებერვალი 2024 16:16
30
და სად ამოიკითხე რომ ივერი აქ ქართველი კაცების ველურობაზე ლაპარაკობს? დავით გოგია არის ერთი კონკრეტული მამრი და არა მთელი ქართველი კაცები. ან ფემინიზმი რა შუაშია? ადამიანი რომელიც მეორე ადამიანს დააჩმორებს, ცხოვრებას დაუნგრევს და გასაქანს არ მისცემს საგინებელია აბა რა არის?
არ
22 თებერვალი 2024 03:32
2
ასეა როცა"ივერებს" ჰაიკანუშაბს,არუთიაებს,მიშიკებს მიუშვებ ნებაზე....
არტაშეს
23 თებერვალი 2024 08:18
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული