"იცით, ამ ბიჭმა ჩემთვის რა გააკეთა?" - დაღესტნელი მებრძოლის ისტორია და დვალიშვილის სამაგალითო საქციელი

AutoSharing Option
ამერიკაში მცხოვრები მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის შესახებ დაღესტნელმა მაგდი ამაჩოვმა ისაუბრა. ახალგაზრდა სპორტსმენის თქმით, მერაბმა ის გაცნობისთანავე საკუთარ სახლში შეიფარა და მასზე დღემდე ზრუნავს.

"ერთხელ მერაბმა ვარჯიშის შემდეგ მკითხა - "აქ სად ცხოვრობ?" ვუთხარი, რომ ახალი ჩამოსული ვიყავი. ვაჩვენე ჩემი მანქანა, იქ, პარკინგზე ვცხოვრობ, მანქანაში-მეთქი. ვეგასში ახალი ჩამოსული ვიყავი, სად ვიცხოვრებდი...

გაიცინა და მითხრა, ასე არ გინდა, ჩემთან წამოდიო. მას შემდეგ კი თავისთან შემიკედლა. ამ ადამიანთან მხოლოდ ერთადერთხელ ვივარჯიშე.

შესაძლოა, ჩემში პოტენციალი დაინახა. მითხრა, იქ არ იცხოვრო, ჩემთან წამოდიო. მივედით მის
სახლში, დიდი სახლი აქვს. გამომიყო ოთახი და დღემდე იქ ვცხოვრობ. მითხრა, რომ არაფერი გადამეხადა და უსასყიდლოდ მეცხოვრა", - გაიხსენა ამაჩოვმა.

წყარო: ოქტაგონი

altმერაბ დვალიშვილისა და მისი გულშემატკივრის ვიდეო ნახვების რეკორდს ხსნის - ქალმა სპორტსმენს განსხვავებული ავტოგრაფი სთხოვა [VIDEO]

altხვიჩა კვარაცხელია ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის გამარჯვებებს გამოეხმაურა [PHOTO]

altქართული სული - ნახეთ, როგორ ამხნევებენ ერთმანეთს დვალიშვილი და თოფურია წონის კლების დროს - ვიდეო, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
ის კი არ თქვა, პატივი მცა უსახლკაროსო. ჩემში პოტენციალი დაინახაო. მაინც თავი დაიფასა. იქნებ შეეცოდე შე მართლა საცოდავო მაგ ფიქრებით
მორიელი
21 თებერვალი 2024 20:20
8
მაგარი კარგი ბიჭია, ვუყურე ინტერვიუს. ცოტა სხვანაირად გამოუვიდა და კომენტარებშიც შეუსწორეს, პოტენციალი კი არ დაინახა გიჯიგრაო. არა უშავს ყველას მოგვდის. ნაღდად კარგი ტიპია. ეს არის მერაბის სპარინგ პარტნიორი. თუ მერაბის ბრძოლამდელი ვიდეოები ნახეთ, იქ იყო ამაჩოვი.
odala
21 თებერვალი 2024 21:14
0
თქვენც ,ჩრდილოკავკასიელებმა, ქართველების მიმართ ასეთივე "პატივისცემა" ხომ გამოხატეთ აფხაზეთში 1992-1993 წწ.-ში , ცხინვალის რეგიონში 2008 წელს ?! ინგუშების გარდა ყოველთვის ქართველების წინააღმდეგ იბრძოდით !!! საინტერესოა, ამერიკაშიც სპორტულები გაცვიათ წარწერით "რასსია" ?
ჯიჯი
21 თებერვალი 2024 20:10
5
აფხაზეთში არც დაღესტნელებს უომიათ ჩვენს წინააღმდეგ მასობრივად,რაც მე ვიცი.
ლაშა
22 თებერვალი 2024 00:32
2
დაღესტნელი რას გააკეთებდა საინტერესოა? ? ?
დათო
21 თებერვალი 2024 18:39
3
კი, ოსებს და აფხაზებს დაეხმარნენ ქართველების საკუთარი სახლებიდან გამოყრაში !
გუჯას
21 თებერვალი 2024 20:24
2
ალბათ იგივეს. კავკასიელებს კაცობა არ გვეშლება
გუჯა
21 თებერვალი 2024 19:49
7
აპა რა უნდა ექნა სიმონ?
ირაკლი ქუთაისელი
21 თებერვალი 2024 18:21
7
ესარი ქართული სული მაგდის ვიდეობი მაქ ნანახი მაგარი ტიპია .
გიო
21 თებერვალი 2024 18:02
0
ვიღაც რაღაც სისულელეს დაწერს და ასობით გამოხმაურება აქვს, აქ კი კაცმა ასეთი კეთილი საქმე ჩაიდინა და მხოლოდ ერთი გამოხმაურება აქვს. ეს მაფიქრებინებს, რომ ქართველები ბევრით არ გადავსხვაფერებულვართ, რადგან ამ საქციელზე აღფრთოვანებას არავინ გამოხატავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აბა სხვანაირად როგორ უნდა მოქცეულიყოვო, ანუ ქართველებს მერაბის ასეთი საქციელი, ჯერ კიდევ ჩვეულებრივ ამბად მიგვაჩნია. კარგია.
ჟორა გაბრიჭიძე
21 თებერვალი 2024 17:31
0
სამწუხაროთ ჩვენში ბევრი იყო...........
!!!
21 თებერვალი 2024 22:15
1
ამერიკელმა ოჯახმაც შეიფარა ამაჩოვი და საკუთარი შვილივით მიიღო. უყურეთ, კარგი ინტერვიუა. კარგი ხალხი ყველაგან არის. ამერიკელები ზოგს ერთი შეხედვით ძალიან ცივ და უჯიგრო ხალხად მიაჩნია, მაგრამ მერაბისნაირი ხალხი ბევრ ერშია. უბრალოდ, ჩვენში უფრო მეტია.
odala
21 თებერვალი 2024 21:17
0
უფალს უყვარ მოწყალენი.
ჟორა
21 თებერვალი 2024 17:24
0
გაგახაროს უფალმა მერაბ!
ვახო...
21 თებერვალი 2024 17:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული