არ ვიცი, სად თამაშობდა - რუსეთში მე არ მითამაშია, ალბათ, Playstation-ს თამაშობდა" - კალაძემ ალადაშვილს უპასუხა

AutoSharing Option
მე არ ვიცი, სად თამაშობდა (კახა ალადაშვილი). რუსეთში მე არ მითამაშია, ალბათ, Playstation-ს თამაშობდა, - ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერი, კახა კალაძე ფეხბურთელ კახა ალადაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მას რცხვენია, რომ 10 წელი კალაძესთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ზოგადად, არა მხოლოდ ფეხბურთელების, არამედ წარმატებული ადამიანების მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული ბულინგი, შეურაცხყოფა და ძალადობა. მერის თქმით, რა თქმა უნდა, ეს დასაგმობია და ამგვარი ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია.

„ჩვენ ვნახეთ, თუნდაც ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გაკეთებული განცხადებები, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ.
ხვიჩა არის ჩვენი საამაყო ადამიანი, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ამომავალი ვარსკვლავია და ზოგადად, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე ეს დამოკიდებულება, ეს განცხადებები... ე.ი. როგორი მიდგომა აქვთ, თუ შენ არ ემხრობი მათ მოსაზრებას, ხარ ქვეყნის მოღალატე, ხარ მტერი. უბრალოდ, წარმოუდგენელია. ამ დამოკიდებულებას და მიდგომებს საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან და არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი და როგორც 9 მაისს იქნა გამარჯვება ფაშიზმზე, ისე იქნება ყოველთვის, გამარჯვება რადიკალიზმზე, ამ სიბინძურეზე, რაც ბოლო დღეების და თვეების განმავლობაში ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ფეხბურთელმა კახა ალადაშვილმა „ფეისბუქზე“ პოსტი დაწერა და კახა კალაძეს „არარაობა და უსუსური კაცი“ უწოდა. „მრცხვენია და დარწმუნებული ვარ არამხოლოდ მე, რომ შენ გვერდით ვითამაშე 10 წელი. არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად, მოღალატედ და უსუსურ კაცად ჩამოყალიბდებოდი.

ვის უხდი მადლობას? ქალები და ბავშვები რომ წიხლებით სცემა, იმ "სამართალდამცავებს"? ენა, მამული და სარწმუნოებაო, რომ ამბობ, კარგად გეცოდინება, ჩვენს ენაში რა სიტყვები აღწერეს ქვეყნის მოღალატეს და ქალზე მოძალადეს.

რომელ მამულზე ლაპარაკობ, რომელმა სარწმუნოებამ გიქადაგა ვნების კვირაში საკუთარ ქვეყანას უღალატე და ქალები და ბავშვები უმოწყალოდ სცემეო?

არაკაცი, უსუსური და არარაობა ხომ ხარ, მაგრამ წვრილმანი მატყუარაც ყოფილხარ. ხაბეიშვილმა სცემა სპეცრაზმელებს? ამას როგორ იმეორებ? ხაბეიშვილმა ის გააკეთა, რისი გამბედაობა არც გაქვს და არც არასოდეს გქონია - სხვას გადაეფარა, ახალგაზრდა დაიცვა.

შენნაირი არაკაცი მოღალატეები პოლიტიკურ სამარეში აღმოჩნდებით ძალიან მალე. დღეს ისევ პარლამენტთან!“ - დაწერა კახა ალადაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

alt"ხვიჩა კვარაცხელია დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად იქცა" - რას აცხადებს კახა კალაძე?

alt"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა

მკითხველის კომენტარები / 61 /
ხედავთ რამხელა ფეხბურთელი გვყოლია და არ ვიცოდით? კახა ალადაშვილი, რომელსაც კალაძესთან მილანში 10 წელი უთამაშია. ან იქნებ საქართველოს ნაკრებში თამაშობდა 10 წელი და ჩვენ არ ვიცით?
ჟორა
23:52 16-05-2024
2
Vinaa es aladashvili tu vixaca.ra gauketebia saqartvelostvis...anda xabeishvils ro kaci daicavs eg kaciaa.
Butu
16:19 13-05-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული