"ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია, წაქცეულ ადამიანს კიდევ წიხლებით არ უნდა ურტყამდე, მით უმეტეს, ახალგაზრდები დგანან" - ბუდუ ზივზივაძე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გადაცემა "ჯაფარას პოდკასტში" გასულ თვეებში ჩვენს ქვეყანაში მომხდარ პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

გამოვხატე აზრი იმიტომ, რომ ეგრე მიმაჩნდა სწორად. მით უმეტეს, როცა ხედავ, ხალხი ასე იჩაგრება. ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია, მით უმეტეს, როცა ტელევიზორში უყურებ და ერთადერთი, რაც შეგიძლია შორიდან გააკეთო, მით უმეტეს, ასეთი სტატუსი რომ გაქვს, სპორტსმენი ხარ, ამხელა შესაძლებლობა გაქვს... რაღაც გვერდში დგომა მაინც უნდა ანახო იმ ხალხს, რომელიც დაიჩაგრა. ვიღაცები ამბობდნენ, რომ პროვოკაციებს აწყობდნენო. რაც უნდა
პროვოკაცია მოაწყოს ვინმემ, ათი კაცი ერთ კაცს არ უნდა ურტყამდეს და წაქცეულ ადამიანს კიდევ წიხლებით არ უნდა ურტყამდე. ზუსტად ეგ იყო ჩემს სტატუსში, რაც დავწერე, მით უმეტეს, ახალგაზრდები დგანან", - განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

alt"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

მკითხველის კომენტარები / 175 /
ერთი ძალიან აზრიანი და კარგი ანეგდოტი გამახსენდა : გემს მიხედეთ გემს !!!!

ბუდუ ფეხბურთს მიხედე ფეხბურთს
Joko
05 ივნისი 2024 23:14
30
კობიაშვილი, კალაძე, სანიკიძე, კაჭარავა, ხაბარელი...
გიორგი
05 ივნისი 2024 23:56
8
ბუდუ, ჯიგარი გაქვს და ჯიგარში გენაცვალე. არ პოლიტიკოსობ, ადამიანური გრძნობები გამოძრავებს. გაიხარე და ნაკრებს გამოადექი! ღმერთი შენსკენ !!!
გია_544
05 ივნისი 2024 22:30
21
თურქეთსაც ზუსტად იგივე კანონი აქვს,
რატო არ ამბობთ "არა თურქულ კანონს"?
Levani
05 ივნისი 2024 23:31
38
თურქებს ბევრი ისეთი აქვთ რაც დასავლეთისთვის მიოღებელია და ზუსტად მაგიტოა ევროკავშირში რომ არ იღებენ. თურქეთის მზგავსად ძლიერი არმია რომ გვყავდეს რაღა გვინდა.
Levanis
05 ივნისი 2024 23:44
14
ჯიგარი ხარ ბუდუ, ეგრეა. არა რუსებს, არა რუსეთუმე ქართველებს (ქოცებს + მაგაათი მოსყიდული ტროლებვი და პარტაქტივი). გაგხვეტავთ მალე ნაგვებო ამ ქვეყნიდან :)
არა რუსულ კანონს
05 ივნისი 2024 21:20
39
ეჰეეე? რა მაგრად გაკლიათ ამ ნაცხებს? ჰაიდა ფსიქიატრიულში!
ალა, ლუსულ კანონს-ს
05 ივნისი 2024 21:33
33
საქართველოს მომავალი ახალგაზრდების არის. ვისაც არ მოწონს ცივი წყალი დალიოს. წარმატებები ბუდუ.
jorj
05 ივნისი 2024 21:03
35
საქართველოს მომავალი ნორმალური ახალგაზრდებისაა და არა ისეთებისა, ვისთვისაც ჯერ ევროპა და ამერიკაა მთავარი და არა საქართველო! 17-მაისის ახალგაზრდებისაა საქართველოს მომავალი!!!!!!!!! ევროპათუმეებს თუ გეწყინათ, ცივი კოკა-კოლაც მიაყოლეთ.
jorj-s
05 ივნისი 2024 21:31
23
რას ამბობ, ლომაიას სკოლაში გაზრდილი და გიგი თევზაძის უნივერსიტეტ დამთავრებული ახალგაზრდები ღმერთმა ნუ ქნას საქართველოს მომავალი.
გიგო
06 ივნისი 2024 00:05
9
ნუ ეხლა ბუდუ, რო გაქანებული ნაცია ეს უკვე ცნობილია, აბა იმასაც ხომ არ იტყვის, რო ეს "ანგაჟირებული ბავშვები" როგორ საზიზღრად იქცეოდნენ: ქვებს, ბოთლებს, ესროდნენ პოლიციელებს, პარლამენტის მთავარი ჭიშკრის ჩამოღება ნებავდათ "პატალებს" საღებავებით დათხაპნეს იქაურობა, აგინებდნენ სპეც ნაზელებს და ძალიან გამომწვევად იქცეოდნენ, ისე რო ნამეტნავად "მამა აბრამის ბატკნებად" ნუ გამოგყავთ ეგ აკერმანის და ფრანკლინის კლუბში დატრენინგებული ახალგაზრდობა! ჩვენს პოლიციას და სპეცნაზს ასე, რო არ ემოქმედა ღმერთმა იცის ეხლა სად ვიქნებოდით, ისე, რო დიდი მადლობა მათ! ბუდუს კი მოვუწოდებთ ეგ გრძელი ენა დაიმოკლოს, რომლის გადმოგდება კარგად ეხერხება და ცოტა ჭკუასაც მოუხმოს, მარტო ერთ მხარეს ნუ ხედავს, თავის ნაცებსაც შეხედოს, თუ როგორ ემტერებიან ქვეყანას.
ნაც ბუდუს!
05 ივნისი 2024 20:38
17
ყოჩაღ ბუდუ!
მირიანი
05 ივნისი 2024 19:33
19
ერთ კაცს 10 არ უნდა ურტყავდეს და საერთოდ არ უნდა ურტყა ადამიანს! საპირისპირო აზრის მქონეს მოღალატე არ უნდა ეძახო და არ უნდა აგინო, შვილები არ უნდა დაუბილინგო, დეპუტატების დასანქცირება არ უნდა მოთხოვო სხვა ქვეყანას, კანონი უნდა წაიკითხო, განიხილო, არგუმენტირებულად დაასაბუთო მოსაზრება და არა საკანონმდებლო ორგანოდან გამოიქცე და ქუჩიდან ცადო შესვლა. ხალხი არ უნდა დააპირისპირო ერთმანეთს, წესრიგის დამცველი ბიჭები არ უნდა შეურაცხყო, სახელმწიფო ინსტიტუტებს პატივი სცე, პრემიერს არ უნდა აგინო, პრეზიდენტს ***ქალა არ უნდა ეძახო და თუ ეძახე მას მაიმც აღარ უნდა ჩაეხუტო და ა.შ. აი ყველაფერზე რომ გამოხატავ მართებულ აზრს, მერე იქნება ღირებული ბუდუ "10 კაცს ერთი არ უნდა ურტყავდეს". ისე კი საერთოდ რომ არაფერი გეთქვა არა?
???
06 ივნისი 2024 00:30
11
კი იყო მეგობარო ბედნიერი ერი, ბუდუმ გააერთიანა სხვათაშორის ნაციც ქოციც და პოლიციაც და ქუჩის ბიჭიც, მარა არ დააყენეს და გადაამტერეს ისევ ერთმანეთს... სხვამ ქნა ეს ვინმემ? კანონი შენ პირადად წაკითხული გაქვს? განხილვისთვის გამონახეს დრო? 70 წამში მიიღეს, ჩუმად დილით ადრე... იმ წესრიგის დამცველს რომელსაც პატივი უნდა ვცეთ როგორც ამბობ, ჩვენგან ერიცხება ხელფასი და ჩვენ უნდა დაგვიცვას, ჩვენს გარშემო დაიცვას წესრიგი და არა ჩვენ გვირტყას თუ კობახიძე არ მოგვწონს და მოღალატე გვგონია... პარლამენტიდან ვინ გამოდის და შედის ამ შემთხვევაში სულ არავის აინტერესებს და თვალს თუ გაახელ, დაინახავ რომ ამ ხალხს ნაცებს სპეციალურად ეძახიან რომ შენ და სხვებიც ასე სიძულვილით უყურებდნენ მერე... საქართველო უპირველეს ყოვლისაო გაძახებინებენ და რუსეთში მიყავხარ ნელნელა, მერე გვიანი იქნება თქვენც რო გაგახელინებენ ძალით თვალს. დროულად დაფიქრდით ცივი გონებით ყველაფერზე... ბუდუს გაკიცხვას გირჩევნიათ საკუთარი აზრი გაატაროთ კრიტიკულ ჩარჩოში და მიხვდებით რაღაცებს დარწმუნებული ვარ...
რა მაფიაა?
06 ივნისი 2024 01:21
36
აბა რა.
ელემენტალური კაცობაა..
მაგარი სამრცხვინო კაცები არიან ვინც ამას აკეთებენ....
lsd
05 ივნისი 2024 19:37
12
ამას მგონი ძალიან თავში აუაარდა რაღაცებიი.
შენი საქმე გააკეთე ბუდუ ბიძიკო. მითუმეტეს არასწორად ხედავ რაღააცებს ზუსტად
მანდ მდგომი ბევრი ახალგაზდა არის საქართველოს მტერი ყველაზე არვამბობ და თუ გაუათ და გავუტარებთ ცოცხლად დაგვწვავენ ქვეყნის მოყვარულებს და ქრისტიანებს. მათ არც ქვეყანა უყვართ არც ოჯახები უყვართ არც ჩვენ ისტორიას ცემენ პატივს და არც ქრისტიანობას. ოჯახში გაზრდილი ნამდვილი ახალგაზდა ვაშკაცები და ნამდვილი გოგოები ზდილობიანები ძალიან ბევრია საქართველოში მაგათ რომ გონიათ მარტო ეგენი არიან მასე არარის ეგენი უმცირესობაში არიან
საქართველო
05 ივნისი 2024 19:18
46
რისი ქვეყნის მოყვარული ხარ და მითუმეტეს ქრისტიანი ხარ შენ
კაცი ამბობს 10 კაცი ერთს არ უნდა ურტყამდესო და შენ ლანძღავ
d
05 ივნისი 2024 19:44
15
ქრისტიანები კი არა ფარისევლები ხართ!
საქართველო-ს
05 ივნისი 2024 20:25
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული