"ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია, წაქცეულ ადამიანს კიდევ წიხლებით არ უნდა ურტყამდე, მით უმეტეს, ახალგაზრდები დგანან" - ბუდუ ზივზივაძე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გადაცემა "ჯაფარას პოდკასტში" გასულ თვეებში ჩვენს ქვეყანაში მომხდარ პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

გამოვხატე აზრი იმიტომ, რომ ეგრე მიმაჩნდა სწორად. მით უმეტეს, როცა ხედავ, ხალხი ასე იჩაგრება. ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია, მით უმეტეს, როცა ტელევიზორში უყურებ და ერთადერთი, რაც შეგიძლია შორიდან გააკეთო, მით უმეტეს, ასეთი სტატუსი რომ გაქვს, სპორტსმენი ხარ, ამხელა შესაძლებლობა გაქვს... რაღაც გვერდში დგომა მაინც უნდა ანახო იმ ხალხს, რომელიც დაიჩაგრა. ვიღაცები ამბობდნენ, რომ პროვოკაციებს აწყობდნენო. რაც უნდა
პროვოკაცია მოაწყოს ვინმემ, ათი კაცი ერთ კაცს არ უნდა ურტყამდეს და წაქცეულ ადამიანს კიდევ წიხლებით არ უნდა ურტყამდე. ზუსტად ეგ იყო ჩემს სტატუსში, რაც დავწერე, მით უმეტეს, ახალგაზრდები დგანან", - განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

alt"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

მკითხველის კომენტარები / 175 /
აი ესაა წრფელი და ადამიანური პოზიციის გამოხატვა და არა ის, ერთმანეთისაგან კოპი-ფეისტით დაპოსტილი სტანდარტული გიფი "არა რუსულ კანონს" ანდა "არა ძალადობას"

თამაზი
05 ივნისი 2024 22:30
16
პოლიტიზირებული ხალხი ახლავე სხვა საქმეზე გადაერთონ ჯობია. პოლიტიკოსობა თუ გინდა, წადი პოლიტიკაში, თუარადა ვარჯიშებზე იფიქრე, რა დროს პოლიტიკოსობაა, მოვიდა ევროპის ჩემპიონატი. ამოვიდა ყელში ამდენი პროფესორობა
25
05 ივნისი 2024 19:38
51
პოლიტიკოსობა კი არა,ელემენტარული კაცობა,ჰუმანურობა და ქრისტიანობაა!!!მაგრამ თქვენ მაგდენი არ გესმით!!!
25-ს
05 ივნისი 2024 20:10
17
რა არის კაცობა, დედას რომ გაგინებენ, გაფურთხებენ, გირტყამენ და რეაქცია არ გაქვს? შენ ''' მაშინ და იყავი კაცი და არ ამოიღო ხმას
25-ს-ს
05 ივნისი 2024 20:55
7
ყველა გამოხმაურება
რასაც ამბობს ამის წინააღდეგ რო გამოხვალ და ლანძღავ ბუდუს ეკვე არც ქართველი ხარ და არც ქრისტიანი.
რაც ვნახეთ. მიტინგზე ხდება დარბევები და შეხლა-შემოხლა. მაგრამ
კაცს რომ დაიჭერ აქციაზე, განყოფილებაში გადაიყვან და იქ ყბას მოტეხავ და თვალს ამოუგდებ ეს რავიცი მხედრიონის დროსაც არ ყოფილა.
d
05 ივნისი 2024 19:47
21
მაგას აკეთებენ კადიროველები და ვაგნერის დაჯგუფება რუსეთში,როგორც ჩანს ჩვენც მასეთ სისტემას ვაშენებთ!
სოსო
05 ივნისი 2024 20:08
18
სეხნიავ,მაგას საქართველოშიც აკეთებდნენ და ვისაც გაუკეთებია,კიდევ გააკეთებს.ვინც ჩემ პოსტებს ეცნობა,ვერავინ დამაბრალებს ნაცების გულშემატკივრობას.მეზიზღებიან მათინლიდერები და თან ბევრიაგან განსხვავებით,სრულიად არგუმენტირებულად.2007 წელს,მთელი თბილისი სისხლში აბანავეს პოლიციამ და მათმა ზონდერებმა,სწორედ პოლიციაში მიყვანილები ჩაანგრიეს ხალხი დაუნდობლად და რაც ქუჩაში დააკლეს,იქ ათმაგად სცემეს,მაგრამ შენც თუ ასევე მოიქეცი,მაშინ რაღა სხვაობაა,ქოცსა და ნაცს შორის?ყველანი საქართველოს შვილები ვართ,ქოციც ,ნაციც და სხვა დანარჩენებიც.ჩვენს შორის ყველანაირი ხალხია,კარგიც,ცუდიც,მშვიდიც და აგრესიულიც.ფაქტია,რომ ძალიან არის გაზრდილი დაძაბულობა და ძალიან ბევრი ძალაა დაინტერესებული,სიტუაცია აფეთქებამდე მივიდეს.თუ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს,ყველანი უნდა გამოვიდეთ,ძალადობის წინააღმდეგ,ორივე მხრიდან და სიმშვიდისაკენ მოვუწოდოთ ახალგაზრდობას.ბუდუც მაგას მოგვიწოდებს და რა არის მანდ მიუღებელი?ეგეც არ იყოს,ყველა ადამიანს აქვს,უფლება თავისი აზრი ჰქონდეს და ეს აზრი ნორმალური ფორმით თუ გამოიხატება,ვის რა უფლება აქვს,ეს აუკრძალოს?ეგეც არ იყოს,დღეს ჩვენი ნაკრები,საქართველოს მოწინავე რაზმია და ყველანი მაქსიმალურად გვერდით უნდა დავუდგეთ,არათუ,კიდევ დავაბულინგოთ და ყველაფერის ხალისი წავართვათ.
სოსო
05 ივნისი 2024 21:07
0
ფეხბურთს მიხედე ბუდუ რაც შენი საქმე არაა და რაშიც ვერ ერკვევი დაანებე იმას თავი
ალიკა
05 ივნისი 2024 22:56
29
რაში უნდა ერკვეოდე ადამიანი რომ დაგმო ხალხის გადახდილი ფულით პრემიას რო იღებს "ბანდა" 1 წაქცეული კაცის სიკვდილამდე ჩაწიხვლაში? რამე კურსებია ეს რო ისწავლო ან არ ისწავლო? თვალებში ნაცარიც არ გაქვთ შეყრილი და თქვენ ბუდუს კარგი თამაში ამ ჯოჯოხეთში ნათელი წერტილის და ოდნავი იმედიანი ბედნიერების განცდისთვის გინდათ, სუფთა ეგოისტურად... იქნებ კარგი ცხოვრება მოვთხოვოთ ჩვენივე დაქირავებულებს და იქნებ ყოველდღე ბედნიერები ვიყოთ? ევროც გაგვუტრუხდეს და საერთოდ აქვე ჩავატაროთ და წასვლაც არ დაგვჭირდეს? აბა იფიქრეთ ამაზე...
რა მაფიაა?
06 ივნისი 2024 00:04
14
ერთმა ნაცკამ ლომჯარიამ ჩასძახა, ამ უვიც ნაცებს, რო ეს კანონი რუსულიაო და იმ საცოდავებმაც ამოსძახეს კიიიიიი რუსულიააააააა! ამ დროს მთელ მსოფლიოში ყველაზე ლიბერალური კანონია! არ გიჭერენ და ციხეში არ გსვავენ, ერთადერთი მოეთხოვებათ ვისაც ეხებათ, რო წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია ხარჯებთან დაკავშირებით, რადგანაც კოლექტიურ გიგაურებს და ლომჯარიებს უცხიეთიდან შემოსდით უამრავი თანხები, რა არის ამაში რუსული?! საფრანგეთმა მიიღო მართლა სასტიკი კანონი, მაგრამ მაგაზე ხმას არავინ იღებს რატომ?! რა ამბავი გაქვთ ატეხილი თუ შიგნით და თუ გარეთ კიდევ "ზოგიერთ მეგობრეებს"? ყველაფერს როგორ შეიძლება რუსული ეძახოთ? ეს უკვე დიაგნოზია, თანაც სერიოზული!
ასეა!
05 ივნისი 2024 22:01
26
იდი ნახვამდის ტროლო!
ასეას
05 ივნისი 2024 23:08
14
მტყუანის იმასვუქენი რაღაცები რაც დეკლარაცია სადმე საერთოდ რამე შუაშია ამ კანონთან დაკავშირებით... დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვს ისედაც ყველას, მათ შორის შენც და მითუმეტეს არასამთავრობოს... წაიკითხე კანონი ერთხელ მაინც თუ ბოტი არ ხარ და ძალიან მარტივად წერია იქ რატოა კატასტროფა.. იმდენად მარტივად რო ახსნაც არ დაგჭირდება... 6 გვერდია სულ... გაგიმარტივებ საქმეს მე-8 მუხლი წაიკითხე მარტო, სხვას დაანებე თავი და თან გაითვალისწინე რომ შემგან უჩუმრად დაამატეს კანონს ფიზიკური პირებიც და ისიც რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოგადგნენ პირადად შენ და გადაგიქექონ პირადი ცხოვრების ყველაფერი, მიწერ მოწერა, ინტერნეტ ბრაუზერის ისტორიაც და სულ ყველაფერი და გაგაშავონ ჩვეულებრივად, სულ არ დაგიჭერენ... გეტყვიან გაჩუმდი თორე გაგაშავებთ, შენც გაჩუმდები და იცხოვრებ ბედნიერად "გამჭვირვალე", "თავისუფალ" საქართველოში
რა მაფიაა?
06 ივნისი 2024 01:36
20
ხალხს თავს ნუ აძულებ.
ჩელენჯერი
05 ივნისი 2024 21:34
38
ეს რა დღეშია? ფეხბურთზე იფიქრე, ნუ გამოხვედი ყოვლის მცოდნე. კონცენტრაცია ნაკრებზე გააკეთე და მაგ განცხადებებით ნუ გგონია თავს მოაწონებ ვინმეს. რუსეთი რომ ოკუპანტია ყველამ ვიცით, მაგრამ ერთეულ შემთხვევებს რომ იხსენებ, მაშინ ისიც გაიხსენე როგორ შეურაცყოფას აყენებენ პოლიციელებს. პირადად მე სურვილი მიქრება თქვენს საყურებლად გერმანიაში რომ წამოვიდე ესეთი განცხადებების შემდეგ. ბინძურია პოლიტიკა და ნუ ამოისვრებით სპორცმენები.
merlo
05 ივნისი 2024 20:45
17
ამდენი რუსული ტროლ ბოტი ამ საიტზე რომაა არსად მინახავს. საღოლ ბუდუ გვიყვარხარ
fan1
06 ივნისი 2024 12:09
19
ბუდიკ ნაცო! ბეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე.
მეცოცხე ბუდას
06 ივნისი 2024 01:07
29

Ბუდუ კაი ფეხბურთელია მაგრამ Ამ ევრო 2024 წინ რა პოლიტიკის განხილვის დროა, და რომელი პოლიტ ექსპერტი შენხარ?. ეს ჯაფარაც კაი ინტრიგანია ეტყობა.. Ბუდუ Რაც იცი და გამოდის აკეთე და დაუდექი გვერდით შენს ქვეყანას, რისთვისაც დიდ სიყვარულს მიიღებ. Ჯაფარას პოდკასტი იხვის ტოლმა.. Ამხელა ბოროტება საიდან ბიჭო ნაკრებში ტენით პოლიტიკას?.. Ნაკრების ფეხბურთელს ამ ისტორიული თამაშების წინ რომელი ნორმალური დაუსვამს პოლიტიკურ კითხვებს.. Ეგ არი ბოროტება და ბოღმა.. Ჯაფარას არა ორჯოს (ორჯონიკიძის) პოდკასტია.. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
ირაკლი
05 ივნისი 2024 21:49
42
პოლიტიკის დროა სულ! პოლიტიკა აისახება ხალხზე!! გაუმარჯოს ბუდუს! მართალ კაცს!
პროფესტო
05 ივნისი 2024 21:59
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული