"ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია, წაქცეულ ადამიანს კიდევ წიხლებით არ უნდა ურტყამდე, მით უმეტეს, ახალგაზრდები დგანან" - ბუდუ ზივზივაძე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გადაცემა "ჯაფარას პოდკასტში" გასულ თვეებში ჩვენს ქვეყანაში მომხდარ პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

გამოვხატე აზრი იმიტომ, რომ ეგრე მიმაჩნდა სწორად. მით უმეტეს, როცა ხედავ, ხალხი ასე იჩაგრება. ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია, მით უმეტეს, როცა ტელევიზორში უყურებ და ერთადერთი, რაც შეგიძლია შორიდან გააკეთო, მით უმეტეს, ასეთი სტატუსი რომ გაქვს, სპორტსმენი ხარ, ამხელა შესაძლებლობა გაქვს... რაღაც გვერდში დგომა მაინც უნდა ანახო იმ ხალხს, რომელიც დაიჩაგრა. ვიღაცები ამბობდნენ, რომ პროვოკაციებს აწყობდნენო. რაც უნდა
პროვოკაცია მოაწყოს ვინმემ, ათი კაცი ერთ კაცს არ უნდა ურტყამდეს და წაქცეულ ადამიანს კიდევ წიხლებით არ უნდა ურტყამდე. ზუსტად ეგ იყო ჩემს სტატუსში, რაც დავწერე, მით უმეტეს, ახალგაზრდები დგანან", - განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

alt"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

მკითხველის კომენტარები / 175 /
ადმინ
ჩემი რჩევა იქნება ნუ დადებთ პოლიტიკასტან ასოცირებულ პოსტებს აქ.
სპორტული საიტია
ხო ხედავთ კომენტებში ათასი ნაძირალაა სემოვარდნილი, ტროლები, ბოტები, კიკუები
და ათას არაკაცობას წერს.
საკმარისია სხვა პლატფორმები. პირი რომ აქვთ ამყრალებული.
აქ სპორტი დავტოვოთ
თორე ამ არაკაცებს სპორტი და ფეხბურთი ფეხზე კიდიათ.
მთავარია 20 თეთრი აიღონ ტროლობაში
d
06 ივნისი 2024 10:18
4
რა ხდება ამ ქვეყანაში ამ სტატიაზე აისახა ყველაფერი!!! იმის მაგივრად რომ ამ საიტზე ფეხბურთზე და კარსმომდგარ ევრო2024 ვიმსჯელოთ, საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ?! ისე ბუდუს ჩემს მოკრძალებულ რჩევას მივცემ შეეშვას ამ პოლიტიკური აზრების ფრქვევას და ქვეყანა კიდევ ერთხელ გაახაროს და გაამთლიანოს თავისი გოლებით და თამაშით.,თორემ ქართველი ხალხი მერე უფრო გაღიზიანებულ კომენტარებს არ დაიშურებს მის მისამართით. საქმეს მიხედე ჯობია
ზაკო
06 ივნისი 2024 22:07
5
ბუდუ კაცი იყო და კაცად დარჩება. ბუჩქებში ჩამალულმა მედროვეებმა იკითხონ, რუსეთს ძლივს რომ გამოატყავეს.
ციციკორე
06 ივნისი 2024 18:36
8
მოკლედ, ჩაგიქრათ პოლიტიკანობა... ამდენი კომენტარი წმინდა სპორტულ თემატიკაზე გაგიკეთებიათ? :))
ყველა რო სიმართლეზე და სამშობლოს სიყვარულზე დებთ თავს, იმას არ ფიქრობთ, რომ ამ კომენტარებს შეიძლება ფეხბურთელებიც კითხულობდნენ და მათზეც გარკვეულწილად გავლენას იქონიებს? ახლა რომ მათ განსაკუთრებული მხარდაჭერა და მხოლოდ ფეხბურთზე ფოკუსირება ჭირდებათ, არ გვაინტერესებს? თუ მთავარია ვიწრო პოლიტიკური შეხედულებებიდან გამოვიდეთ და გვკიდია ძირითადი საქმე, სიმართლეც და ქვეყანაც?... ეს მიდგომა რომ ტრენდულია თითქმის ყველა სეგმენტში, მაგიტომ არი რაც არი...
Irakli Apkhaidze
06 ივნისი 2024 10:27
9
ეგ ყველაფერი მართალია,მაგრამ თვითონ რომუფრო მეტად კონცერტრიდნენ და ამ წინა მოსამზადებელ პერიოდში ნაკლებად არიგონ ინტერვიუები ის სჯობია, თორემ ამ ბიჭებს ვერც ქართველობას წაართმევს ვინმე და ვერც სამშობლოს სიყვარულს დაუკარგავს რომელი სექტის პოლიტიკანი უნდა იყოს
ზაკო
06 ივნისი 2024 11:56
0
ხო და შეეშვან და ჰკითხონ მარტო საფეხბურთო თემატიკაზე და მიიწვიონ მხოლოდ საფეხბურთო პოდკასტებში და გადაცემებში. რაღაცას რომ გკითხავენ, რა ქნან სპორტსმენებმა? არ გვაინტერესებს, ჩვენი საქმე არაა ქვეყნის ბედიო თუ დამუნჯდნენ თევზებივით? ნუ აყენებენ უხერხულ მდგომარეობაში. დააცადონ ტავისი საქმის კეთება. არც ამ სტატიას გამოვიტანდი სააშკარაოზე ან ყველა არასპორტულ კომენტარს დავბლოკავდი, მარა არ ვარ ადმინი ჩემო ძმაო... :))
Irakli Apkhaidze
06 ივნისი 2024 13:20
0
ნათქვამია ვისაც მთავრობა მოსწონს წადით ექიმს გაესინჯეთო. მნიშვნელობა არა აქვს რომელ ქვეყანაში და როდის. დაეწყეთ რიგში ტროლ ბოტებო და ბიუჯეტნიკებო.
ერის საცოდავი ნაწილი
06 ივნისი 2024 08:03
11
ღმერთმა ქნას ევროპაზე კარგად გამოხვიდე თორემ მერე პოლიტიკა ვერ გიშველის ,
ტატო
06 ივნისი 2024 15:40
12
ამ საიტს ლეგიონად შემოსეულ ტროლ-ბოტებს კი არა და აზროვნების მინიმალურ უნარს მაინც შემორჩენილ ადამიანებს მივმართავ. შეშლილი ბორინკა გვაზის თავზე, ხალხო! ბნელი, უწიგნური, ავი ხიხო, რომელიც სიგიჟის გზაზე მიექანება თავად და მის მექანიკურ "ადამიანებსაც" იქით მიერეკება. კარგი, ჯანდაბას ზებრები და პინგვინები, მაგრამ კაცი ზვიგენს რომ შეიკედლებს საკუთარ სამფლობელოში, განა შეიძლება ნორმალური იყოს? ან კაცი, რომელიც იმით იტრაბახებს, რომ "თბილისელ ჯალათს", გენერალ ლებედს აფინანსებდა, შეიძლება წესიერმა ქართველმა მას მხარი დაუჭიროს? ან კიდევ ეს დაუსრულებული ტყუილები და გადაგდებები და კიდევ მილიონი და მილიონი რამ. ჯერ კიდევ არ მოგადგათ მთელი ეს საძაგლობა ყელში?
ელიასი
06 ივნისი 2024 11:02
24
ბუდუ, ყველაზე მეტად გგულშემატკივრობ საქართველოს ნაკრებში!მინდა,რომ მაგრად ითამაშო ევროზე და მაგარ კლუბში გადახვიდე!
გიგი
08 ივნისი 2024 00:38
0
ბუდუ მაგარი კაცი ხარ!
ირაკლი
07 ივნისი 2024 14:58
1
ბუდუ,გაიხარე და გამრავლდი!!
სოსო
08 ივნისი 2024 20:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული