"ვოცნებობ, რომ რუსეთის საფეხბურთო ნაკრები 2025 წლიდან საერთაშორისო არენაზე დაბრუნდეს" - ზაზა ჯანაშია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ზაზა ჯანაშიამ, Metaratings-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის საფეხბურთო ნაკრების საერთაშორისო არენაზე დაბრუნებაზე ოცნებობს.

"ვოცნებობ, რომ 2025 წელს რუსეთის საფეხბურთო ნაკრები დაბრუნდეს იქ, სადაც მისი ადგილია, ანუ საერთაშორისო ასპარეზზე. სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა. 

საქართველოს ნაკრები საერთაშორისო დონეზე უკვე ასპარეზობს, მხოლოდ იმას ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო უკეთესები გამხდარიყვნენ", - განაცხადა ჯანაშიამ

დეკემბერში რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალურმა მდივანმა მაქსიმ მიტროფანოვმა განაცხადა, რომ გერმანია, შვედეთი და ნორვეგია უეფას ტურნირებზე რუსეთის ნაკრების დაბრუნების მომხრეები არიან. მისი თქმით, სერბეთი, მონტენეგრო, ბულგარეთი და ევროპის
სხვა ქვეყნების უმეტესობა ასევე მხარს უჭერს რუსეთის საფეხბურთო ნაკრების საერთაშორისო არენაზე დაბრუნებას.

alt"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე

altზაზა ჯანაშია: ესპანეთი მთლად ისე ძლიერი არაა - ჩვენ ცხელი სისხლი გვაქვს

alt"საქართველოს დღეს სასწაული გაამარჯვებინებს? გეტყვით, რაც არის საჭირო..." - ჯანაშია საქართველოსა და პორტუგალიის დაპირისპირებაზე

alt"შეჭრაა საჭირო და იქ ყველას დაგლეჯვა" - ზაზა ჯანაშია რუსული გუნდების საერთაშორისო ტურნირებზე დაბრუნების პერსპექტივაზე

მკითხველის კომენტარები / 52 /
არველაძეებზე ამბობდნენ ნაკრებში სიტუაციას ურევდნენო. მაგალითად ჯანაშიას აბულინგებდნენო. ეს თურმე ყოველდღე ყოფილა დასაბულინგებელი.
საღოლ არველაძეს
12:31 31-12-2024
9
შენი ოცნებით საკუთარ ქალაქში დაასამარე ფეხბურთი და ქართულ ფეხბურთზე არ დაგრჩა რამე საოცნებო?
ლადო
12:20 31-12-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული