"ის დღეს ჭირისუფალია" - კალაძემ შევჩენკოს უპასუხა

AutoSharing Option
უკრაინა სისხლისგან იცლება. რაც შეეხება შევჩენკოს, ის დღეს არის ჭირისუფალი, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი შევჩენკოს განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ „არ ურთიერთობს კალაძესთან და ის მისთვის არ არსებობს“.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ის არ აპირებს ჭირისუფლად მყოფთან პოლემიკაში შესვლას და განცხადებების კეთებას.

„მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც დღეს უკრაინაა. უკრაინა განსაცდელშია, სისხლისგან იცლება. რაც შეეხება შევჩენკოს, ის დღეს არის ჭირისუფალი. როგორც ქართველი კაცი, ქართველი ადამიანი, კატეგორიულად მიუღებელია
პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან ან რაიმე განმარტებები ვაკეთო. დიდი იმედი მაქვს მალე დასრულდება ის საშინელება უკრაინაში. ხალხი შეძლებს გაანალიზებას თუ რა მოხდა“, - აღნიშნა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, უკრაინულმა მედიამ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი შევჩენკოს ციტატა გაავრცელა იმის შესახებ, რომ მას ყოფილ თანაგუნდელთან, კახა კალაძესთან, არავითარი კონტაქტი არ აქვს.Tribuna.com-ის ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც კიევის “დინამოს“ ყოფილი მცველის და თბილისის მერის კახა კალაძის პოლიტიკურ საქმიანობას შეეხებოდა, შევჩენკომ უპასუხა: "მე არ ვურთიერთობ კალაძესთან. მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის აღარ არსებობს".

წყარო: ინტერპრესნიუსი

altანდრეი შევჩენკო: მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის არ არსებობს

მკითხველის კომენტარები / 32 /
კალაძე ამბობს, მერე მაინც გაიგებს ხალხი რა მოხდაო. არად ეს ამბავი თავიდანვე ცხადი იყო - რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ე ბიჯო, ესეც მეორე ფრონტის გახსნა ხომ არაა? რა გახდა ამ საყოველთაო ჭეშმარიტების ამოღერღვა?
გიორგი
23:44 12-02-2025
0
მიუხედავად იმისა რომ კალაძეს დღემდე დიდ პატივს ვცემ როგორც ფეხბურთელს.. პოლიტიკაში და ადამიანობაში ნულია.. ერთხელ მაინც ახსენე რუსეთი როგორც აგრესორი.. აი აქ ჩანს ამ ორს შორის მართალი
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული