თვითმხილველების განცხადებით, ივანი მეგობრებთან ერთად კლუბ "გარაჟთან" იდგა, სადაც მირზაევიც იმყოფებოდა. ჩემპიონი, მეტსახელად "შავი ვეფხვი" პოპულარულ კლუბს ხშირად სტუმრობდა.
ივანი ერთ-ერთ გოგონას გამოელაპარაკა, რომლის უკან სპორტსმენი იდგა. ჩემპიონი ბიჭს შემოუბრუნდა და დიალოგი გააბა, რასაც შეკამათება მოჰყვა.
მირზაევის პირველივე დარტყმისგან 19 წლის ბიჭმა გონება დაკარგა. მეგობრებმა იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მართალია ექიმებმა ვერაფერი საგანგაშო ვერ ნახეს, მაგრამ ბიჭი სამ საათში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით
მომზადებულია ambebi.ge-ს მიხედვით