მსოფლიო ჩემპიონმა 19 წლის ბიჭი ერთი დარტყმით მოკლა

AutoSharing Option
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი შერეულ ორთაბრძოლებში რუსი სპორტსმენი რასულ მირზაევი 19 წლის ბიჭის - ივან აგაფონოვის მკვლელობაში დაადანაშაულეს.

თვითმხილველების განცხადებით, ივანი მეგობრებთან ერთად კლუბ "გარაჟთან" იდგა, სადაც მირზაევიც იმყოფებოდა. ჩემპიონი, მეტსახელად "შავი ვეფხვი" პოპულარულ კლუბს ხშირად სტუმრობდა.

ივანი ერთ-ერთ გოგონას გამოელაპარაკა, რომლის უკან სპორტსმენი იდგა. ჩემპიონი ბიჭს შემოუბრუნდა და დიალოგი გააბა, რასაც შეკამათება მოჰყვა.

მირზაევის პირველივე დარტყმისგან 19 წლის ბიჭმა გონება დაკარგა. მეგობრებმა იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მართალია ექიმებმა ვერაფერი საგანგაშო ვერ ნახეს, მაგრამ ბიჭი სამ საათში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით
მიმდინარეობს გამოძიება. მსოფლიო ჩემპიონს პატიმრობა ემუქრება.

მომზადებულია ambebi.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული