SOS: არ გაგიკვირდეთ, ეს დღევანდელობაა!

AutoSharing Option
კასპის სპორტული დარბაზების სავალალო მდგომარეობაზე არაერთხელ ითქვა და დაიწერა. სპორტის ადგილობრივ მესვეურთა განცხადებით საქმეს მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა თუ უშველის, რადგან რაიონის ბიუჯეტი ვერ გასწვდება.

ამას წინათ, ზელიმხან ილურიძის სახელობის ტურნირზე კიდევ ერთხელ ვიხილეთ კასპის სპორტულ არენებზე შექმნილი საგანგაშო მდგომარეობა და რაიონის სპორტულ გაერთიანებათა დირექტორს, შოთა გოგიაშვილსაც იქვე ვკითხეთ.

- ბატონო შოთა, კასპის სპორტული ობიექტების თემაზე სულ "შეგვპირდნენ... დაგვაიმედეს... გაითვალისწინეს..." გვესმის. ახალს, რას გვეტყვით?

- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საგაისოდ ბიუჯეტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული სარემონტო თანხები, თუმცა არა იმდენი, რომ ყველაფერი
ერთდროულად მოვაწესრიგოთ. სამუშაოები ეტაპობრივად შესრულდება. პირველ ყოვლისა, ალბათ ე. წ. მრგვალ საჭიდაო დარბაზს და კალათბურთის დარბაზს მივხედავთ, ამ დარბაზში ახლა შესვლაც კი საშიშია.

P. S. გვინდა გვჯეროდეს, რომ კასპის ხელმძღვანელობა მართლაც წუხს სპორტული ობიექტების გაჭიანურებული რეაბილიტაციის გამო, მაგრამ გაუგებარია წინ რა უდგას საჭიდაო დარბაზის კარის აჭედვას, რათა იქაურობა ანტისანიტარიის ბუდე აღარ იყოს და საზოგადოებრივი ტუალეტის ფუნქცია დაკარგოს. ამ საქმისთვის ხომ მაინც კმარა რაიონის ბიუჯეტი?

დავით ასპანიძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული