3. რაგბი. რუმინეთში, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ 24:8 დაამარცხა რუმინეთის ნაკრები და მსოფლიოს ალაფზე თამაშის უფლება მოიპოვა.
3-5. ძიუდო. კეიპთაუნში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გიორგი მესაბლიშვილმა (55 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ) და ბექა ღვინიაშვილმა (73 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
5. რაგბი. საქართველოს ჩემპიონატის ფინალში "არმიამ" 29:22 მოუგო "აიას" და ქვეყნის ჩემპიონი პირველად გახდა.
5. რაგბი. 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველომ რუსეთის ძლევით- 20:12 მოიგო.
8. კალათბურთი. ევროთასებზე
10. ფეხბურთი. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შვეიცარიაში 0:5 დამარცხდა.
11. ფეხბურთი. ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მოლდოვის გუნდს 2:0 მოუგო.
11. ფეხბურთი. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთს 3:1 მოუგო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში.
11-12. სამბო: ავთანდილ ცინცაძე (52) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, უშანგი კუზანაშვილმა (57) და ლომერ ჟორჟოლიანმა (100) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო ნიკოლოზ კუცია (82), დავით ლორიაშვილი (100+) და ნინო ოძელაშვილი (72) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
12. ჭადრაკი. საბერძნეთში ევროპის გუნდურ პირველობაზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა (ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნაზი პაიკიძე, ნინო ხურციძე, სალომე მელია) მე-3 ადგილი დაიკავა.
12-13. ძიუდო: სამოას მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედლები ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) მოიპოვეს.
12-13. ფიგურული ციგურაობა. ტოკიოს გრან პრიზე ელენე გედევანიშვილმა მე-5 ადგილი დაიკავა.
14. ფეხბურთი. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთთან 1:1 ითამაშა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში.
15. რაგბი. შოტლანდიელი რიჩი დიქსონი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი აღარაა.
15. კალათბურთი. "არმია" სტამბოლში "ბეშიქთაშთან" 82:103 დამარცხდა.
16. ფეხბურთი. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლუქსემბურგს 2:0 მოუგო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში და პირველ ადგილზე გავიდა.
19. ძიუდო. ამსტერდამის მსოფლიოს თასზე ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
22. კალათბურთი. ევროჩელენჯის III ტურში "არმიამ" ჰოლანდიური "ლეიდენი" 74:71 დაამარცხა.
25. ბატუტზე ხტომა. 18-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ნანა გოგაშვილისა და თამარ კაკაშვილის წყვილმა.
26. რაგბი. თასის ფინალში "არმიამ" 26:16 დაამარცხა "ყოჩები" და ოქროს დუბლი შეასრულა.
27. ჭადრაკი. 18-წლამდელ გოგონათა მსოფლიოს ჩემპიონი მერი არაბიძე გახდა.
28-29. თავისუფალი ჭიდაობა: გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი. ჩემპიონები გახდნენ: ბესიკ გოჩაშვილი (55), დავით ბერძნიშვილი (60), ოთარ თუშიშვილი (66), იაკობ მაქარაშვილი (74), ბექა ჭელიძე (84), გიორგი გოგშელიძე (96) და გიორგი საკანდელიძე (120).
29. კალათბურთი. ევროჩელენჯის მე-4 ტურში "არმიამ" სტუმრად დაამარცხა "გეტინგენი" - 69:61.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"