ქართული სპორტის ნოემბერის თვის მონაგარი

AutoSharing Option
2. რაგბი. რუმინეთში, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ 27:9 დაამარცხა ბელგია და 6-ერის საგზური მოიპოვა.

3. რაგბი. რუმინეთში, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ 24:8 დაამარცხა რუმინეთის ნაკრები და მსოფლიოს ალაფზე თამაშის უფლება მოიპოვა.

3-5. ძიუდო. კეიპთაუნში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გიორგი მესაბლიშვილმა (55 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ) და ბექა ღვინიაშვილმა (73 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

5. რაგბი. საქართველოს ჩემპიონატის ფინალში "არმიამ" 29:22 მოუგო "აიას" და ქვეყნის ჩემპიონი პირველად გახდა.

5. რაგბი. 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველომ რუსეთის ძლევით- 20:12 მოიგო.

8. კალათბურთი. ევროთასებზე
დებიუტი მოგებით აღნიშნა "არმიამ", გერმანული "გეტინგენი" 82:76 დაამარცხა.

10
. ფეხბურთი. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შვეიცარიაში 0:5 დამარცხდა.

11. ფეხბურთი. ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მოლდოვის გუნდს 2:0 მოუგო.

11. ფეხბურთი. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთს 3:1 მოუგო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში.

11-12
. სამბო: ავთანდილ ცინცაძე (52) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, უშანგი კუზანაშვილმა (57) და ლომერ ჟორჟოლიანმა (100) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო ნიკოლოზ კუცია (82), დავით ლორიაშვილი (100+) და ნინო ოძელაშვილი (72) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

12
. ჭადრაკი. საბერძნეთში ევროპის გუნდურ პირველობაზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა (ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნაზი პაიკიძე, ნინო ხურციძე, სალომე მელია) მე-3 ადგილი დაიკავა.

12-13. ძიუდო: სამოას მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედლები ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) მოიპოვეს.

12-13
. ფიგურული ციგურაობა. ტოკიოს გრან პრიზე ელენე გედევანიშვილმა მე-5 ადგილი დაიკავა.

14
. ფეხბურთი. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთთან 1:1 ითამაშა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში.

15. რაგბი. შოტლანდიელი რიჩი დიქსონი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი აღარაა.

15. კალათბურთი. "არმია" სტამბოლში "ბეშიქთაშთან" 82:103 დამარცხდა.

16. ფეხბურთი. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლუქსემბურგს 2:0 მოუგო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში და პირველ ადგილზე გავიდა.

19
. ძიუდო. ამსტერდამის მსოფლიოს თასზე ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

22
. კალათბურთი. ევროჩელენჯის III ტურში "არმიამ" ჰოლანდიური "ლეიდენი" 74:71 დაამარცხა.

25
. ბატუტზე ხტომა. 18-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ნანა გოგაშვილისა და თამარ კაკაშვილის წყვილმა.

26
. რაგბი. თასის ფინალში "არმიამ" 26:16 დაამარცხა "ყოჩები" და ოქროს დუბლი შეასრულა.

27. ჭადრაკი. 18-წლამდელ გოგონათა მსოფლიოს ჩემპიონი მერი არაბიძე გახდა.

28-29
. თავისუფალი ჭიდაობა: გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი. ჩემპიონები გახდნენ: ბესიკ გოჩაშვილი (55), დავით ბერძნიშვილი (60), ოთარ თუშიშვილი (66), იაკობ მაქარაშვილი (74), ბექა ჭელიძე (84), გიორგი გოგშელიძე (96) და გიორგი საკანდელიძე (120).

29. კალათბურთი. ევროჩელენჯის მე-4 ტურში "არმიამ" სტუმრად დაამარცხა "გეტინგენი" - 69:61.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული