ქუთაისში სპორტული ობიექტების რეაბილიტაცია დაიწყო

AutoSharing Option
ქუთაისში სპორტული ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. უკვე გარემონტდა ჭიდაობის, ფეხბურთის, ხელბურთის, სტრონგმენების, რაგბის და ფარიკაობის სპორტული სკოლები. მალე დასრულდება ტყვიის მსროლელთათვის ორი დარბაზისა და ადმინისტრაციული ნაწილის სარემონტო სამუშაოები. სპორტული სკოლები ახალი სპორტული ფორმებითა და საოფისე ინვენტარით აღიჭურვა.

სპორტული ტრადიციების აღორძინების მიზნით ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებულ სპორტსკოლაში პანსიონი გაიხსნა, სადაც განსაკუთრებული ნიჭის 50 ახალგაზრდა სპორტსმენს უფასოდ ვარჯიშის, ცხოვრებისა და დასვენების განსაკუთრებული პირობები ექნება. პანსიონში იმერეთის რაიონებიდან ჩამოსული მოზარდები გადამზადდებიან.

სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 600 ათასი ლარი დაიხარჯება. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

სპორტულ
სკოლებში შესრულებული სამუშაოები იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ ქუთაისის მერ გიორგი თევდორაძესთან და ქალაქის სპორტის მესვეურებთან ერთად დაათვალიერა.

"ქუთაისი განსაკუთრებული სპორტული ტრადიციებით გამოირჩევა. სწორედ ამ ტრადიციების გაგრძელებისა და პერსპექტიული სპორტსმენების წახალისების მიზნით დავაარსეთ პანსიონი. პანსიონის არსებობა საშუალებას იძლევა რეგიონში მოეწყოს სხვა ქვეყნების ნორჩ სპორტსმენთა საწვრთნელი შეკრებები, რაც ხელს შეუწყობს ქუთაისის სპორტულ ცენტრად ჩამოყალიბებას", - განაცხადა გუბერნატორმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული