28 მარტს ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რეგლამენტში ცვლილებები შეიტანა. ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე ქალ პლაჟბურთელებს საკუთარი ნება-სურვილით შეეძლებათ სათამაშო ფორმის არჩევა.
ასე რომ, ბიკინის ნაცვლად, შესაძლოა, მოდაში შემოვიდეს "შორტები" და "ტოპები".
"პლაჟის ფრენბურთი სწორედ ქალების ჩაცმულობით იპყრობს ყურადღებას, მაგრამ გასათვალისწინებელია მოთამაშეთა აზრიც", - მიაჩნია ფედერაციას. ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.