შეჯიბრების პროგრამით, გორში მოკრივეებმა იასპარეზეს. მედლებისთვის 9 უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები იბრძოდნენ. მათ შორის იყო შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი ჯაბა ხოსიტაშვილი, რომელმაც 91 კილოში პირველი ადგილი დაიკავა.
კვარცხლბეკი
56 კგ. 1. გიორგი ყულუმბეგაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), 2. კახა ლაზარაშვილი (გორის უნივერსიტეტი), 3. ზურაბ ყიფშიძე (სამედიცინო უნივერსიტეტი).
60 კგ. 1. ზაზა ამირიძე (სტუ), 2. ალექსი ვახტანგაშვილი (გორი), 3. რამილ ასლანოვი (ილიას უნივერსიტეტი).
64 კგ. 1. რუბენ მოვსესიანი
69 კგ. 1. დავით თედიაშვილი (გორი), 2. ვეფხია ცისკარიშვილი (ილიას უნივერსიტეტი), 3. გიორგი ჯიქია (სამედიცინო უნივერსიტეტი).
75 კგ. 1. გოჩა ბადურაშვილი (თელავის უნივერსიტეტი), 2. გიორგი სამადალაშვილი (გორი), 3. რაფაელ ახვერდოვი (სოხუმის უნივერსიტეტი).
81 კგ. 1. ალეკო ონიანი (სტუ), 2. ლევან მდინარაძე (გორი), 3. გიორგი ჯანგველაძე (ილიას უნივერსიტეტი).
91 კგ. 1. ჯაბა ხოსიტაშვილი (ახალციხის უნივერსიტეტი), 2. ნიკა ლომინაშვილი (გორი), 3. გიორგი ბასილაშვილი (საქართველოს უნივერსიტეტი).
გუნდური: 1. გორი, 2. სტუ, 3. ილიას უნივერსიტეტი.
11 ივნისს 2012 წლის უნივერსიადის პროგრამით ბოლო - 22-ე სახეობის ფინალური შეხვედრები გაიმართება: თსუ-ს ფრენბურთელი გოგონები სტუს-ს დაუპირისპირდებიან, ვაჟებში კი ოქროს მედლებისთვის სტუ და სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები იბრძოლებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"