უნივერსიადა: სტუდენტური კრივის რჩეულები

AutoSharing Option
საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და სპორტის სამინისტროს თანადგომით ორგანიზებული 2012 წლის უნივერსიადა დასასრულს მიუახლოვდა.

შეჯიბრების პროგრამით, გორში მოკრივეებმა იასპარეზეს. მედლებისთვის 9 უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები იბრძოდნენ. მათ შორის იყო შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი ჯაბა ხოსიტაშვილი, რომელმაც 91 კილოში პირველი ადგილი დაიკავა.

კვარცხლბეკი
56 კგ. 1. გიორგი ყულუმბეგაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), 2. კახა ლაზარაშვილი (გორის უნივერსიტეტი), 3. ზურაბ ყიფშიძე (სამედიცინო უნივერსიტეტი).
60 კგ. 1. ზაზა ამირიძე (სტუ), 2. ალექსი ვახტანგაშვილი (გორი), 3. რამილ ასლანოვი (ილიას უნივერსიტეტი).
64 კგ. 1. რუბენ მოვსესიანი
(სტუ), 2. ვალერიან კეკენაძე (ქართული უნივერსიტეტი), 3. შალვა რობიტაშვილი (გორი).
69 კგ. 1. დავით თედიაშვილი (გორი), 2. ვეფხია ცისკარიშვილი (ილიას უნივერსიტეტი), 3. გიორგი ჯიქია (სამედიცინო უნივერსიტეტი).
75 კგ. 1. გოჩა ბადურაშვილი (თელავის უნივერსიტეტი), 2. გიორგი სამადალაშვილი (გორი), 3. რაფაელ ახვერდოვი (სოხუმის უნივერსიტეტი).
81 კგ. 1. ალეკო ონიანი (სტუ), 2. ლევან მდინარაძე (გორი), 3. გიორგი ჯანგველაძე (ილიას უნივერსიტეტი).
91 კგ. 1. ჯაბა ხოსიტაშვილი (ახალციხის უნივერსიტეტი), 2. ნიკა ლომინაშვილი (გორი), 3. გიორგი ბასილაშვილი (საქართველოს უნივერსიტეტი).
გუნდური: 1. გორი, 2. სტუ, 3. ილიას უნივერსიტეტი.

11 ივნისს 2012 წლის უნივერსიადის პროგრამით ბოლო - 22-ე სახეობის ფინალური შეხვედრები გაიმართება: თსუ-ს ფრენბურთელი გოგონები სტუს-ს დაუპირისპირდებიან, ვაჟებში კი ოქროს მედლებისთვის სტუ და სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები იბრძოლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული