იქ ჯერჯერობით გაურკვეველი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
ოლიმპიური კედლის აშენების იდეა ყოფილ გუბერნატორ ზურაბ არსოშვილს ეკუთვნოდა, რომლის თანამდებობაზე ყოფნისას დაიწყო კიდეც მშენებლობა.
თუმცა დასრულების დროს ის უკვე თანამდებობაზე აღარ იყო და რატომღაც წინასწარ დაანონსებული გახსნის ცერემონიაც არ შედგა.
კედელზე ქართულ და ინგლისურ ენებზე იყო დაწერილი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების სახელ-გვარები და ის სპორტის სახეობა, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებზე წარმოადგენდნენ.
როგორც ჩანს, "ჩუმად" აგებული და "უხმაუროდ" გახსნილი სახელოვანი ქართველი ოლიმპიელების საპატივცემულოდ გაკეთებული
შესაძლებელია, მის ადგილზე რომელიმე მნიშვნელოვანი შენობაც ვიხილოთ, მაგრამ ასეთი ობიექტის დანგრევის გადაწყვეტილების მიღებას ის აჯობებდა, გაეთვალისწინებინათ მისი ფუნქცია ლეგენდარული პიროვნებების ღვაწლის დაფასებასა და თაობების სპორტულ-პატრიოტულ აღზრდაში.
იხილეთ ვიდეო: გორის გამგეობამ ჩოჩიშვილისა და ხაბარელის სახელებიანი ოლიმპიური კედელი დაანგრია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"