მიხეილ სააკაშვილი: ლაშა შავდათუაშვილი გოლიათი მეგონა [+VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს პრეზიდენტი ქართველი ოლიმპიელებით ამაყობს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში განაცხადა, რომელსაც ოლიმპიელებთან ერთად დღეს საღამოს სტუმრობდა.

პრეზიდენტის თქმით, ზოგიერთმა შესაძლოა თქვას, რომ მეტი შეიძლებოდა, თუმცა მსოფლიოში ძალიან ცოტაა ქვეყანა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე იმდენივე ოქროს მედალი მოდის, რამდენიც საქართველოში.

"მოსახლეობისა და მედლების რაოდენობის შედარების გათვალისწინებით, ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ადგილზე ვართ და ამით ძალიან ვამაყობ.

ძალიან ამაყი ვარ იმითაც, რომ აბსოლუტური ჩემპიონი თუ არა, მსოფლიოს ქალაქების პირველ სამეულში, ოლიმპიური მედლების კუთხით, არის ქალაქი გორი.

ხინჩეგაშვილი,
გოგშელიძე, შავდათუაშვილი გორიდან არიან",
- განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ შავდათუაშვილი გოლიათი ეგონა და ახლა მის გვერდით თავს ცოტა უხერხულად გრძნობს (იხილეთ ვიდეო).

რეპორტაჟს ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
აბა ოცნებაში გადავიდეს ლაშა, მერე ვნახოთ როგორი გმირი იქნება. ამასაც თავის რეკლამისთვის იკენებს. მიშა რაც ფული იშოვნე მთელ შენ მოდგმას ეკოფა, ცადი რა თავი გაგვანებე, ვინ ხარ ასეთი ურჯულო და უჯიშო
levan
22:18 15-08-2012
0
ლევან ნეტა გიცნობდე, მერე მოგაგონებდი მიშას მერე ვინც მოვა რა დღეში ჩაგვაგდებს, სანატრელი რომ გაგიხდებათ მიშიკო, ამ კაცმა ბევრი კარგი გააკეთა და ნუ დაუკარგავთ, ყველა პრეზიდენტმა ამდენი რომ გააკეთოს აყვავდება საქართველო.
damangreveli
00:40 16-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული