"300 სპარტანელიდან" "დინამოს" ფეხბურთელობამდე

AutoSharing Option
შოტლანდიელი მსახიობი ჯერარდ ბატლერი ფილმ "დინამოში": "კიევის ღირსების დაცვა" საფეხბურთო კლუბ კიევის "დინამოს" გოლკიპერის როლს ითამაშებს.

ფილმი, რომელსაც ცნობილი ჟურნალისტის, ენდი დუგანის ნაწარმოების მიხედვით გადაიღებენ, "სიკვდილის მატჩზეა", რომელიც მეორე მსოფლიოს ომის დროს "დინამოსა" და ნაცისტური გერმანიის გუნდს შორის ჩატარდა.

42 წლის ბატლერი კი, რომელიც ცნობილია მეფე ლეონიდის როლით "300 სპარტანელში", ნიკოლაი ტრუსევიჩს განასახიერებს, ვინც თავის დროზე გუნდის ლიდერი იყო.

ფილმის გადაღება 2013 წელს ევროპაშია დაგეგმილი. ვინ იქნება ფილმის რეჟისორი და კიდევ რომელი მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას, ჯერჯერობით არ ხმაურდება.

მომზადებულია WENN-ის
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული