აღდგება სპორტის აკადემია?

AutoSharing Option
ახალი მთავრობის პირველ ოფიციალურ სხდომაზე ის საკითხები განიხილეს, რომლებიც წლის კარგად ჩამთავრებისთვის იყო საჭირო.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის თქმით, ერთ-ერთ აქტუალურ სპორტთან დაკავშირებული საკითხი იყო.

"მოგეხსენებათ, რომ სპორტის აკადემია აღარ ფუნქციონირებს და მის აღდგენაზეა ლაპარაკი" - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

სადავო არც არის, სპორტის აკადემიის აღდგენა ქართული სპორტის განვითარებისთვის აუცილებელია. ის, რომ მისი სტრუქტურა სწორად არ იყო მოწყობილი და ბოლო წლებში, სწავლის დონე მკვეთრად დაეცა, სულაც არ ნიშნავდა, რომ უნდა დაეხურათ.

გონივრული მიდგომით სავსებით შესაძლებელია, სპორტის აკადემიაში მწვრთნელები,
სპორტული მენეჯერები და სპორტისთვის აუცილებელი ბევრი სხვა სახის სპეციალისტი აღიზარდოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული